bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 20
Deuteronomy 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 21 →
1
როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენს და ეტლს და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.
2
და როცა ომს მიუახლოვდებით, მოდგეს მღვდელი და ხალხს ელაპარაკოს,
3
და უთხრას მათ: „ისმინე, ისრაელ, თქვენ დღეს ებმებით ომში თქვენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე,
4
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენს გადასარჩენად.“
5
ზედამდგომელებმა კი ასე უთხრან ხალხს: „ვინც ახალი სახლი აიშენა და არ უკურთხებია, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აკურთხოს იგი.
6
და ვინც ვენახი გააშენა და ვერ მოიწია, წავიდეს და თავის სახლს დაუბრუნდეს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მოისთვლას იგი.
7
და ვინც ქალი დანიშნა და არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.“
8
და კიდევ ელაპარაკონ ზედამდგომელები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და გულდედალი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ გაუდნოს თავის მოძმეებს გული თავისი გულივით.“
9
და როცა ზედამდგომელები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, მაშინ დანიშნეთ მხედართმთავრები ხალხის მეთაურებად.
10
როცა მიუახლოვდები ქალაქს საომრად, მოუწოდე მას ზავისაკენ.
11
და თუ ზავზე დაგთანხმდეს და გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და გემსახურება.
12
და თუ არ დაგეზავა და ომი გაგიმართა, ალყა შემოარტყი მას,
13
და ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი. განგმირე ყველა მისი მამაკაცი მახვილის პირით.
14
დაინდე მხოლოდ ქალები და ბავშვები, და საქონელი, რაც იყოს ქალაქში. მისი ნადავლი დაიტაცე და ჭამე შენი მტრის ნადავლი, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
15
ასევე მოექეცი შენგან ძალზე დაშორებულ ყველა ქალაქს, რომელიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
16
მხოლოდ იმ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული.
17
მოსპობით მოსპე ისინი: ხეთელები და ამორეველები, ქანაანელები და ფერიზელები, ხიველები და იებუსელები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
18
რათა არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი ღმერთებისათვის, და არ შესცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.
19
თუ დიდხანს გექნება ქალაქისათვის შემორტყმული ალყა, რათა იომო მის წინააღმდეგ მის ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს მათზე ცულის აღმართვით, რადგან მისგან ჭამ, და არ უნდა მოჭრა იგი. მინდვრის ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ ციხე-სიმაგრეში გაგექცეს?
20
მხოლოდ ის ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფის მომცემი არ არის, შეგიძლია გაანადგურო და მოჭრა, და ააგო სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე დაეცემოდეს.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34