bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 8
Deuteronomy 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 9 →
1
ყოველი მცნება, რომელსაც მე დღეს გიბრძანებ, დაიცავით შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და გამრავლდეთ, და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს.
2
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს, თუ არა.
3
და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
4
ტანზე სამოსელი არ გაგცვეთია და ფეხი არ გაგსივებია ეს ორმოცი წელიწადი.
5
იცოდე გულში, რომ როგორც კაცმა თავისი ძე გაწვრთნას, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი.
6
და დაიცავი მცნებანი უფლისა, შენი ღმერთისა, რათა მისი გზებით იარო და გეშინოდეს მისი.
7
რადგან უფალს, შენს ღმერთს, კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ, ქვეყანაში, სადაც წყლის ნაკადულები, წყაროები და ბინულები მოედინებიან მთასა და ბარში.
8
ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9
ქვეყანაში, სადაც არა სიგლახაკით შეჭამ პურს, არ დაგაკლდება იქ არაფერი, ქვეყანაში, რომლის ქვები რკინაა; და მისი მთებიდან გამოჰკვეთავ სპილენძს.
10
და შეჭამ და გაძღები, და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კარგი ქვეყნისთვის, რომელიც მოგცა.
11
და გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი ღმერთი, და აღარ დაიცვა მისი მცნებები, მისი სამართალნი, და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიბრძანებ.
12
როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ,
13
და გამრავლდება თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ვერცხლი და ოქრო გექნებათ ბევრი, და ყოველივე, რაც გაბადიათ გაგიმრავლდებათ, –
14
არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
15
რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან წყალი გამოადინა შენთვის;
16
რომელიც უდაბნოში გკვებავდა მანანით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ეყო ბოლოს შენთვის;
17
და რომ არ თქვა შენს გულში: „ჩემმა ძალამ და ჩემმა ხელის სიმტკიცემ შემძინა მე ეს ქონება!“
18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს შენ ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღეს.
19
და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და ემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, მაშინ ვმოწმობ შენზე დღეს, რომ დაიღუპები;
20
იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, ასევე დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→