bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 23
Deuteronomy 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 24 →
1
ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში.
2
ვერ შევა ბუში უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში.
3
ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, მათი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში უკუნისამდე,
4
იმიტომ, რომ არ შემოგეგებნენ თქვენ პურითა და წყლით გზაზე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, და იმიტომ, რომ დაიქირავა შენს წინააღმდეგ ბილყამი, ძე ბეყორისა, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად.
5
და არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსმენა ბილყამისა, და წყევლა კურთხევად შეცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა.
6
ნუ ეძებ მათთვის მშვიდობასა და სიკეთეს მთელი შენი დღე და მოსწრება, საუკუნოდ.
7
ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი. ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზანი იყავი მის ქვეყანაში.
8
ძეებს, რომელნიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შეუძლიათ შევიდნენ უფლის კრებულში.
9
როცა ბანაკად გახვალ მტრების წინააღმდეგ, ერიდე ყოველივე ცუდს.
10
თუ ვინმე იყოს შენში, რომელიც სუფთა არ იქნება ღამის დინების გამო, გავიდეს ბანაკის გარეთ და ბანაკში არ შემოვიდეს.
11
საღამო ჟამს წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
12
იქონიე ადგილი ბანაკის გარეთ და გახვალ იქ,
13
ნიჩაბი გქონდეს შენს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას, ამოთხარე იმით, და ჩაფალი შენი სკორე;
14
რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შენი ბანაკის წიაღში, რათა გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. და იყოს შენი ბანაკი წმიდა, და არ იხილოს მან შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.
15
არ გადასცე მსახური თავის ბატონს, როცა თავისი ბატონისაგან თავს შენთან შემოაფარებს.
16
შენთან იცხოვროს, შენს წიაღში, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს ერთ-ერთ ბჭესთან, სადაც მოეწონება. არ შეავიწროო იგი.
17
ნუ იქნება ტაძრის როსკიპი ისრაელის ასულთაგან და ნუ იქნება ტაძრის როსკიპი კაცი ისრაელის ძეთაგან.
18
არავითარი აღთქმისათვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის, სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისთვის.
19
არ ასესხო შენს მოძმეს ვახშით – არც ვერცხლი, არც საჭმელი, არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.
20
უცხოტომელებზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ შედიხარ დასამკვიდრებლად.
21
თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დაუყოვნო აღსრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა.
22
და თუ არ დაგიდევს აღთქმა, არ იქნება შენზე ცოდვა.
23
შენი ბაგეებიდან გამოსული დაიცავი და შეასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.
24
როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში, ჭამე ყურძენი რამდენიც გინდა, მაძღრისად, ოღონდ ჭურჭელში არ ჩაიწყო.
25
როცა მიხვიდე შენი მოყვასის სამკალში, ხელით მოგლიჯე თავთავები, ოღონდ ნამგალი არ მოუსვა შენი მოყვასის სამკალში.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34