bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 29
Deuteronomy 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 30 →
1
აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელნიც უფალმა ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
2
და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურს და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ,
3
ის დიდი სასჯელები, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
4
და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად.
5
და გატარებდი ორმოცი წელიწადი უდაბნოში. არ შემოგცვეთია ტანზე სამოსელი და არ დაგცვეთია ფეხზე ფეხსამოსი.
6
პური არ გიჭამიათ და ღვინო და მაგარი სასმელები არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7
და მოხვედით ამ ადგილას. და გამოვიდნენ სიხონი – ხეშბონის მეფე, და ყოგი – ბაშანის მეფე, ჩვენს წინააღმდეგ საომრად და ჩვენ დავამარცხეთ ისინი.
8
და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომს.
9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10
ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომის მთავრები, თქვენი უხუცესები, თქვენი ზედამდგომელნი, ისრაელის ყოველი კაცი,
11
თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შენი შეშის დამჭრელიდან შენი წყლის მხაპავამდე,
12
რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის, აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გიდებს დღეს,
13
რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს.
14
და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს,
15
არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს.
16
რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ.
17
და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ.
18
ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები,
19
ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ“, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება.
20
არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21
და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22
და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23
გოგირდი და მარილი, ნახანძრალი – მთელი ქვეყანა. არ დაითესება და არ აღმოცენდება მასში არც ერთი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და თავისი წყრომით“.
24
და იტყვის ყველა ხალხი: „რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?“
25
და იტყვიან: „იმისათვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა,
26
და წავიდნენ და ემსახურნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის.
27
და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მიევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28
და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29
დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→