bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 30
Deuteronomy 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 31 →
1
და როცა მოაწევს შენზე ყოველი ეს სიტყვა – კურთხევისა და წყევლისა, რომელნიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან ამას შენს გულთან ყველა იმ ხალხს შორის, სადაც გაგდევნის შენ უფალი, შენი ღმერთი,
2
და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს,
3
მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.
4
და თუმცა კი შენ გაფანტული იყავი ცის კიდემდე, მაინც შეგკრებს იქიდან უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს.
5
და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ შენს მამებს, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.
6
და წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო.
7
და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ.
8
შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს.
9
და აღავსებს სიუხვით უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს სასიკეთოდ, რადგან უფალი კვლავ გაიხარებს შენით სასიკეთოდ, როგორც შენი მამებით ხარობდა.
10
თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც ჩაწერილია ამ რჯულის წიგნში, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით.
11
რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის საძნელო და მიუწვდომელი.
12
ცაში არ არის იგი, რომ თქვა: „ვინ ავა ჩვენთვის ზეცაში და ჩამოგვიტანს მას, შეგვასმენს მას, რომ შევასრულოთ?“
13
არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქვა: „ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და წამოგვიღებს მას და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?“
14
რადგან ეს სიტყვა ძალზე ახლოსაა შენთან: ის შენს ბაგეებშია და შენს გულში, რათა შეასრულო.
15
ნახე, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
16
და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და სამართალნი, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17
ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და ემსახურები მათ,
18
მე დღესვე გაუწყებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეს, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად.
19
მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ,
20
რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→