bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 13
Deuteronomy 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 14 →
1
შენს შორის რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი და მოგცეთ ნიშანი ან სასწაული,
2
და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გაუწყა და თან გითხრას: „გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და ვემსახუროთ მათ“,
3
ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით!
4
გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მცნებანი მისი და ისმინეთ ხმა მისი, და მას ემსახურეთ, და მას მიეწებეთ.
5
და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლისაგან, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზეც გიბრძანა სიარული უფალმა, შენმა ღმერთმა. და აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან.
6
თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ, დედაშენის შვილმა, ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს უბესთან მყოფმა წიაღის ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს“, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები არ იცნობდნენ,
7
იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემოა, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე,
8
არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ დაინდოს იგი შენმა თვალმა, არ შეიბრალო იგი და არ დაფარო იგი,
9
არამედ მოკალი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მასზე მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი.
10
და ჩაქოლე იგი ქვებით, და მოკვდეს. რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლისაგან, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
11
მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას შენს წიაღში.
12
და თუ გაიგებთ, რომ რომელიმე შენს ქალაქთაგანში, რომელიც თქვენ მოგცათ საცხოვრებლად უფალმა, შენმა ღმერთმა,
13
გამოჩნდნენ უღირსი კაცები შენი წიაღიდან და შეაცდინეს ამ ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: „წავიდეთ და ვემსახუროთ იმ ღმერთებს, რომელთაც თქვენ არ იცნობთ“,
14
მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ და, თუ ეს სრული ჭეშმარიტებაა, მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში,
15
მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი. და დაარისხე იგი და ყველაფერი, რაც მასშია, და პირუტყვიც კი გაჟლიტეთ მახვილით.
16
და მთელი ნადავლი შეკრიბეთ მის შუაგულ მოედანზე, და ცეცხლით დაწვით ეს ქალაქი და მთელი ის ნადავლი უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. და საუკუნო ნანგრევებად დარჩეს იგი და აღარ აშენდეს არასდროს.
17
და ნურაფერი ნუ მიეწებება შენს ხელს იმ დარისხებულიდან, რათა მოიქცეს უფალი თავისი რისხვისაგან და მოგცეს წყალობა და შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს,
18
თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელსაც გიბრძანებ დღეს, და გააკეთებ, რაც სწორია უფლის, შენი ღმერთის, თვალში.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34