bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 22
Deuteronomy 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 23 →
1
შენი მოძმის გზადაკარგული ხარი ან მისი ცხვარი რომ დაინახო, თვალს ნუ აარიდებ, არამედ დაუბრუნე შენს მოძმეს.
2
და თუ იგი შენთან ახლოს არ იყოს, ან არ იცნობდე მას, მაშინ წაიყვანე შენს სახლში და გყავდეს იქ, ვიდრე შენი მოძმე მოიკითხავდეს, და მაშინ დაუბრუნე.
3
ეგრე მოექეცი მის სახედარს და ეგრე მოექეცი მის სამოსელს, და ეგრე მოექეცი შენი მოძმის ყველა დანაკარგს, რაც მან დაკარგა და შენ იპოვნე. ვერ აარიდებ თვალს.
4
შენი მოძმის გზაზე დაცემული სახედარი ან ხარი რომ ნახო, თვალი არ აარიდო, წამოაყენე ისინი მასთან ერთად.
5
არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი დედაკაცმა და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, ყველა, ვინც ამას სჩადის.
6
თუ წააწყდები გზაზე, რამე ხეზე ან მიწაზე ჩიტის ბუდეს, ბარტყებით ან კვერცხებით, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ წაიყვანო დედა შვილებიანად.
7
დედა გაუშვი, შვილები კი წაიყვანე შენთვის, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო.
8
ახალ სახლს რომ ააშენებ, მოაჯირი გაუკეთე, რათა სისხლი არ დაედოს შენს სახლს, თუ იქიდან ვინმე გადმოვარდება.
9
ნუ დათესავ ვენახში ორნაირ თესლს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც თესავ, და მოსავალი ვენახისა.
10
ნუ მოხნავ ხარითა და ვირით ერთად.
11
არ ჩაიცვა ნარევი ქსოვილი, მატყლი და სელი, ერთად.
12
ფოჩები გაიკეთე შენი მოსასხამის ოთხსავე კიდეზე, რომლითაც შენ იმოსები.
13
თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი,
14
ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხავს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე და მივედი მასთან, და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები“,
15
მაშინ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაიტანონ ნიშნები ყმაწვილი ქალის ქალწულობისა ქალაქის უხუცესებთან, კარიბჭესთან,
16
და თქვას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებთან: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი,
17
და ცილი დასწამა მას და თქვა: ქალწულად ვერ ვპოვეო შენი ასული. და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა“. და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
18
და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და დასაჯონ იგი,
19
და დააჯარიმონ ასი ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავისდღეში.
20
და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21
გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22
თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23
თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24
გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან – ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25
თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.
26
ყმაწვილ ქალს ნურაფერს უზამ. არა აქვს ყმაწვილ ქალს სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს ისეთი საქმეა, კაცი რომ აღდგეს თავისი მოყვასის წინააღმდეგ და მოკლას იგი,
27
რადგან მან იგი მინდორში ნახა, იკივლა დანიშნულმა ყმაწვილმა ქალმა, და არავინ იყო მისი მშველელი.
28
თუ ნახავს კაცი ქალწულს, რომელიც არაა დანიშნული, და დაიჭერს მას და დაწვება მასთან, და წაასწრებენ,
29
მისცეს მასთან მწოლარე კაცმა ყმაწვილი ქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და ქალი გახდება იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას, ვერ გაუშვებს მას თავისდღეში.
30
არავინ შეირთოს თავისი მამის ცოლი, რათა ამით არ გადაწიოს კალთა თავისი მამისა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→