bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 1
Hebrews 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
1
ძველთაგან მრავალმხრივ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველების მეშვეობით.
2
ამ უკანასკნელ დღეებში კი დაგველაპარაკა ჩვენ ძეში, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ, ვის მიერაც შექმნა საუკუნენი.
3
იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
4
ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა.
5
რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“
6
და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“
7
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „მან ქმნა თავისი ანგელოზები ქარებად, და თავისი მსახურები – ცეცხლის ალებად.“
8
ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხი შენი მეფობის კვერთხია.
9
შენ შეიყვარე სამართალი და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად.“
10
და: „დასაბამიდან დააფუძნე შენ, უფალო, მიწა და შენი ხელის ნამოქმედარია ცანი.
11
ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე სამოსელივით დაძველდება.
12
მოსასხამივით დაახვევ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.“
13
ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს მას ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად?“
14
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13