bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 7
Hebrews 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
1
რადგან ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა დამარცხების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი.
2
მას უწილადა აბრაამმა ყველაფრის მეათედი. პირველ ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სამართლის მეფეს, მერე სალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს.
3
უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად რჩება ის მღვდლად სამარადისოდ.
4
შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმაც კი უწილადა მეათედი ნადავლიდან.
5
მათ, ვინც ლევიანთაგან იღებენ მღვდლობას, რჯულის თანახმად მცნებად აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
6
მან კი, ვინც მათი შთამომავლობიდან არ არის, მეათედი აბრაამისაგან მიიღო და აკურთხა აღთქმის მქონე.
7
ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი უპირატესის მიერ იკურთხება.
8
აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისზეც დამოწმებულია, რომ ის ცოცხალია.
9
და ასე, შეიძლება ითქვას, რომ თვით ლევიმ, რომელიც მეათედს იღებს, აბრაამის მეშვეობით გაიღო მეათედი.
10
რადგან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქისედეკი შეეგება.
11
ამგვარად, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს – რადგან მისი მეშვეობით მიეცა ხალხს რჯული – რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და მისი სახელდება არა აარონის წესით?
12
რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.
13
რადგან ის, ვისზედაც ნათქვამია ეს, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს.
14
რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასაგან გამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
15
და კიდევ უფრო ნათელია, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი,
16
რომელიც ხორციელი მცნების რჯულით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით.
17
რადგან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“
18
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა მისი უძლურებისა და უსარგებლობის გამო,
19
რადგან რჯულმა ვერაფერი სრულყო. მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20
და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
21
რადგან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ეს კი – ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე’ მელქისედეკის წესით.“
22
ამდენად იესო გახდა უმჯობესი აღთქმის თავდები.
23
მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში,
24
მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია.
25
ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ.
26
ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,
27
რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა.
28
რადგან რჯული უძლურ ადამიანებს აყენებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ, რჯულის შემდგომ, დააყენა ძე, რომელიც სრულქმნილია უკუნისამდე.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13