bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 4
Hebrews 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
1
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული.
2
რადგან ჩვენც გვეხარა, ისევე როგორც მათ; მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას, რადგან არ შეერწყა ის მსმენელთა რწმენას.
3
რადგან განსასვენებელში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში,’“ თუმცა მისი საქმეები აღსრულებული იყო უკვე სამყაროს დასაბამისას.
4
რადგან მეშვიდე დღეზე ერთგან ასეა ნათქვამი: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან.“
5
და კვლავ იქვე ამბობს: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.“
6
მაშ, რაკი ზოგიერთისათვის შესაძლებელია მასში შესვლა, ხოლო ვისაც ადრე ეხარა, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო,
7
ამიტომ კვლავ აწესებს რომელიღაც დღეს, – „დღეს,“ – ამბობს ის დავითის პირით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ იმას, რაც უკვე იყო ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“
8
რადგან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის განსასვენებელი, აღარ ილაპარაკებდა სხვა დღეზე.
9
მაშ კიდევ რჩება შაბათის განსასვენებელი ღმერთის ხალხისათვის.
10
რადგან, მის განსასვენებელში შესული, ისევე დაისვენებს თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა დაისვენა თავისისაგან.
11
მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ განსასვენებელში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათ მსგავსად.
12
რადგან ცოცხალია ღმერთის სიტყვა და მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ზრახვებს.
13
არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალებისათვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
14
და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას,
15
რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
16
მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13