bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 8
Hebrews 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 9 →
1
მთავარი ამ ნათქვამიდან ეს არის: ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში,
2
ის არის მსახური წმიდათა წმიდისა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა აღმართა და არა ადამიანმა.
3
რადგან ყოველი მღვდელმთავარი განწესებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად, ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე შესაწირავი.
4
და თუკი დარჩებოდა დედამიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, რადგან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს,
5
რომლებიც ემსახურებიან ზეციერის სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა.“
6
ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი.
7
რადგან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, არ იქნებოდა მეორისათვის ადგილის მოძებნის საჭიროება.
8
რადგან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები,“ – ამბობს უფალი, – „და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9
ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი,“ – ამბობს უფალი.
10
„აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,“ – ამბობს უფალი – „ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი.
11
აღარავინ ასწავლის თავის თანამოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი;’ რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე,
12
რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ მათ.“
13
რაკი თქვა: – „ახალი,“ – ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13