bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 5
Hebrews 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
1
ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღმერთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის.
2
მას ძალუძს თანაუგრძნოს უმეცრებსა და გზასაცდენილებს, რადგან თვითონაც მოცულია უძლურებით.
3
და ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი, როგორც ხალხისათვის, ისე თავისთვისაც.
4
და არავინ თვით არ იღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღმერთისგან არის მოწოდებული, ისე როგორც აარონი.
5
ასევე ქრისტეს არ განუდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ განადიდა ის მან, ვინც უთხრა მას: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“
6
როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“
7
მან თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი მას, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან, და შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო.
8
და თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება.
9
და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,
10
და ღმერთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
11
ბევრი გვაქვს სათქმელი ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურით მძიმენი გახდით.
12
რადგან ამდენ ხანში თქვენ უკვე მოძღვარნი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ისევ ღმერთის სიტყვათა პირველსაწყისებში ხართ დასამოძღვრავნი. თქვენ ისევ რძე გჭირდებათ, და არა მაგარი საჭმელი.
13
რადგან ყველა, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ ჰყოფნის გამოცდილება სიმართლის სიტყვების აღსაქმელად.
14
მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13