bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 10
Hebrews 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
1
რადგანაც რჯული მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა თვით მოვლენათა პირველსახე, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები ერთი და იმავე ყოველწლიური მსხვერპლით, რომელსაც მუდმივად სწირავენ,
2
თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, რადგან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი განცდა.
3
მაგრამ ამ შესაწირავებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება,
4
რადგან შეუძლებელია ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა.
5
ამიტომ ამბობს ის ქვეყნიერებაზე მოსვლისას: „მსხვერპლსა და შესაწირავს არ ინებებ, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.
6
აღსავლენები და ცოდვის გამოსასყიდი არ მოგწონს.
7
მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“
8
ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც აღსავლენები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, არ ინებე და არც მოიწონე,“
9
მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.
10
ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11
და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება.
12
მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.
13
და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან.
14
რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.
15
წმიდა სულიც გვიმოწმებს ჩვენ, რადგან ამ ნათქვამის შემდეგ:
16
„აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში,
17
და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და მათ ურჯულოებას.“
18
ხოლო სადაც ეს მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი ცოდვებისთვის.
19
ამრიგად, ძმებო, რაკი გვაქვს გაბედულება იესოს სისხლით სიწმიდეში შესვლისა
20
ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდაში გავლით, – თავისი ხორცის მეშვეობით, –
21
და გვყავს მღვდელმთავარი ღმერთის სახლზე, –
22
მივეახლოთ მას მართალი გულით, სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან განწმედილი გულებითა და სუფთა წყლის პკურებით განბანილი სხეულებით.
23
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, რადგან აღმთქმელი სარწმუნოა.
24
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის.
25
ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას.
26
რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,
27
არამედ სამსჯავროს საშინელი მოლოდინი და აგზნებული ცეცხლი ურჩთა შთასანთქმელად.
28
თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,
29
როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელავს ღმერთის ძეს და რიოშად აქცევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?
30
რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება, მე მივუზღავ.“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს.“
31
საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!
32
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის დიდი განსაცდელი:
33
ხან შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეულნი, ხან კი მათი თანაზიარნი იყავით, ვისაც ასე ექცეოდნენ,
34
რადგან თქვენ თანაუგრძნობდით ბორკილებში მყოფთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იღებდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი ქონება.
35
მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გამბედაობას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.
36
მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37
რადგან „კიდევ ცოტა, ძალზე ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს და არ დააყოვნებს.
38
ჩემი მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკან შებრუნდება, მას ჩემი სული არ მოიწონებს.“
39
ჩვენ კი უკან მიქცეულთა შორის არა ვართ, რომ დავიღუპოთ, არამედ მორწმუნენი ვართ სიცოცხლის გადასარჩენად.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
Recommended Reading
Commentary
Hebrews Commentaries
→
Devotional
Hebrews Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→