bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 12
Hebrews 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
1
ამიტომ ჩვენც, გარემოცულებმა მოწამეთა ღრუბლით, ჩამოვიშოროთ ყოველი ტვირთი და შემბოჭველი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.
2
შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
3
იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი მტრობა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ დაძაბუნდეთ და სულით არ დაეცეთ.
4
ჯერ კიდევ სისხლამდე არ გიბრძოლიათ ცოდვის წინააღმდეგ.
5
დაგივიწყებიათ შეგონება, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და გულს ნუ გაიტეხ, როდესაც გამხილებს,
6
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, რომელსაც იღებს.“
7
აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8
ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9
თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10
ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს.
11
ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.
12
ამიტომ გამართეთ დაქანცული ხელები და მოკვეთილი მუხლები.
13
გაასწორეთ ბილიკები თქვენს ფეხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ განიკურნოს.
14
ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
15
გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი; რომ რომელიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს და ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს.
16
რომ არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.
17
თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ ჰპოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძებდა მას.
18
თქვენ არ მიახლებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, ბნელსა და წყვდიადს, ქარიშხალს,
19
არც ბუკის ცემას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ თქმულიყო მათ მიმართ სიტყვა,
20
რადგან აღარ შეეძლოთ ბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“
21
და იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ.“
22
მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს,
23
პირმშოთა ეკლესიის კრებულს, რომლებიც ზეცაში არიან ჩაწერილნი, და ყოვლისგანმსჯელ ღმერთს და სრულქმნილ მართალთა სულებს,
24
და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და პკურების სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
25
ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს,
26
რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელიც ახლა ასე აღგვითქვამს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც.“
27
ეს სიტყვები: „კიდევ ერთხელ“ ცხადყოფს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც არ შეიძვრის.
28
ამიტომ ჩვენ, ურყევი სამეფოს მიმღებები, ვიყოთ მადლიერნი და სათნოდ ვემსახუროთ ღმერთს, მოწიწებითა და შიშით.
29
რადგან ჩვენი ღმერთი – შემჭმელი ცეცხლია.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
Recommended Reading
Commentary
Hebrews Commentaries
→
Devotional
Hebrews Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→