bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 3
Hebrews 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
1
ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს,
2
რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია, ისევე როგორც მოსე იყო მთელს მის სახლში.
3
რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.
4
რადგან ყოველი სახლი ვიღაცის მიერ შენდება, ხოლო ყოველივეს ღმერთი აშენებს.
5
მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო,
6
ხოლო ქრისტე – ისეა მის სახლში, როგორც ძე. ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინარჩუნებთ გამბედაობასა და სასოების სიქადულს.
7
ამიტომაც, როგორც წმიდა სული ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
8
ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს,
9
სადაც მცდიდნენ მე თქვენი მამები, თუმცა ხედავდნენ ჩემს საქმეებს
10
ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ თაობაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.’
11
ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში.’“
12
გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
13
არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით.
14
რადგან ქრისტეს ზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
15
როცა ითქმის: „დღეს, როდესაც მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას.“
16
ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინავდა? ეს ყველა ხომ იმათთაგან იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან?
17
ვიზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა?
18
ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის განსასვენებელში, თუ არა ურჩებს?
19
და ვხედავთ, რომ ვერ შეძლეს მათ შესვლა ურწმუნოების გამო.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13