bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hebrews 13
Hebrews 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
1
ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან.
2
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, რადგან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა ისე, რომ არ სცოდნიათ.
3
გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში.
4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.
5
ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“
6
ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?“
7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, მათი ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.
8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.
9
ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვაგვარი უცხო მოძღვრებები, რადგან გულის გამაგრება კარგია მადლით და არა საკვების მიღების წესებით, რომლებსაც არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ მათი მიმდევრებისათვის.
10
ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11
რადგან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათა გამოსასყიდად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკს გარეთ წვავენ.
12
ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ ევნო.
13
მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა.
14
რადგან არა გვაქვს აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.
15
მისი საშუალებით განუწყვეტლივ შევწიროთ ღმერთს ქების მსხვერპლი, – მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი.
16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და ურთიერთგაზიარება, რადგან ასეთი მსხვერპლი სათნოა ღმერთისათვის.
17
დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის.
18
ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.
19
განსაკუთრებით გთხოვთ, გააკეთოთ ეს, რათა მალე დავბრუნდე თქვენთან.
20
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21
სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
22
გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23
იცოდეთ, რომ გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
24
მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან.
25
მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
Recommended Reading
Commentary
Hebrews Commentaries
→
Devotional
Hebrews Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→