bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 10
Hosea 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 11 →
1
რქამშვენიერი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.
2
მათი გული გაიყო, რის გამოც მსჯავრი დაედებათ; შეიმუსრება მათი სამსხვერპლოები, დაილეწება მათი სვეტები.
3
ახლა ისინი ამბობენ: მეფე არა გვყავს, რადგან უფლის არ გვეშინია. მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო?
4
ცარიელ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებიან აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი მათზე, როგორც შხამიანი ბალახი ხნულებში.
5
შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოს გამო, რადგან იგლოვებს მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; იგლოვებენ მის დიდებაზე, რადგან ის განეშორება მათ.
6
თავად მას კი აშურში იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
7
გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის პირზე.
8
განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო!
9
გიბეყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელ! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბეყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება.
10
ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო.
11
ეფრემი – გამოქნილი მოზვერი, კევრში ნაბამი; მე თავად დავადგამ უღელს მას სქელ კისერზე, და მასზე შემსხდარნი ივლიან; იუდეა შეუდგება ხვნას, იაკობი – ფარცხვას.
12
თესეთ თქვენთვის სიმართლე და წყალობას მოიმკით; გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, რათა, როცა მოვა, სიმართლე რომ გაწვიმოთ.
13
თქვენ ხნავთ ბოროტს და უსამართლობას იმკით; ჭამთ სიცრუის ნაყოფს, რადგან თქვენს გზასა და თქვენს მეომართა სიმრავლეზე ხართ მინდობილნი.
14
საომარი ყიჟინა ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხესიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა რომ მოკლეს შვილებთან ერთად,
15
ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14