bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 5
Hosea 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
1
ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონე, ისრაელის სახლო და ყურად-იღე, მეფის სახლო! რამეთუ სამსჯავრო გელით, რადგან მახედ ექეცით მიცფას და მოსროლილ სათხევლად – თაბორს.
2
ღრმად ჩაეფლნენ ისინი გარყვნილებაში; ამიტომაც ყველას მოვიყვან ჭკუაზე.
3
მე კარგად ვიცნობ ეფრემს, და ისრაელი ვერ დამემალება; რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.
4
მათი ბოროტი საქმეები არ ანებებენ, რომ მიიქცნენ თავიანთი ღვთისაკენ, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალი ვერ უცვნიათ.
5
ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდეაც მათთან ერთად.
6
თავიანთ ცხვარ-ძროხიანად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან მას – იგი განერიდა მათ.
7
უღალატეს უფალს და შობენ უცხოთა შვილებს; ამიერიდან ახალმთვარობა შეჭამს მათ მათი წილხვედრიანად.
8
ჩაჰბერეთ ბუკს გიბეყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: „მოგდევენ, ბენიამინ!“
9
უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის ტომთა შორის გამოვაცხადე მე ეს.
10
სამანის გადამნაცვლებლებივით გახდნენ იუდეის მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
11
დამონებულია ეფრემი, დათრგუნულია მსჯავრით, რადგან ამაოთა კვალზე ისურვა სიარული.
12
ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მატლად – იუდეის სახლს.
13
დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდეამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.
14
რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით – იუდეის სახლს; დავგლეჯ და წავალ; გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
15
წავალ და დავუბრუნდები ჩემს ადგილს, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14