bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 12
Hosea 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 13 →
1
ეფრემი მწყემსავს ქარსა და ხორშაკს აედევნა; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი გააქვს ეგვიპტეში.
2
დავა აქვს უფალს იუდეასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.
3
ჯერ კიდევ დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, ხოლო როცა დავაჟკაცდა, ღმერთს შეერკინა.
4
შეერკინა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ემუდარებოდა მას. ბეთელში გვიპოვა ჩვენ და იქ დაგველაპარაკა.
5
ხოლო უფალი ღმერთი ცაბაოთია; არსი არის მისი სახელი.
6
შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მარად.
7
ქანაანელია, მრუდე სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
8
და ამბობს ეფრემი: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭეო დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოსო.
9
მე, შენი უფალი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვებში, როგორც დღესასწაულის დღეებში.
10
მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ, და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვლაპარაკობდი.
11
თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია საყანის მიჯნებზე.
12
გაიქცა იაკობი არამის მინდვრებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის, და ცოლის გულისთვის ფარებს მწყემსავდა.
13
წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.
14
გაამწარა ეფრემმა თავისი უფალი, ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხვილო საქმეებს.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14