bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 7
Hosea 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 8 →
1
როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; და შემოდის ქურდი, ყაჩაღი ძარცვავს გზებზე!
2
გულში არც კი გაუვლიათ იმაზე ფიქრი, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავს ისინი თავიანთ საქმეებს; ჩემს წინაშე არიან ისინი.
3
თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს.
4
ყველა ისინი მრუშობით გიზგიზებენ, გახურებულნი არიან ხაბაზის თონესავით, რომელსაც პურის ჩაკვრის წინ განელება სჭირდება.
5
დღეს ჩვენი მეფის გვირგვინის კურთხევის დღეა! – ამბობენ ღვინით გახურებული მთავრები, მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს.
6
რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.
7
ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, და არავინ მიხმობს მათგან.
8
ეფრემი შეერია ხალხებს; ნამცხვარს დაემგვანა, რომლის გადაბრუნებაც არავის სურს.
9
უცხონი ჭამდნენ მის ძალას, ის კი ვერ ამჩნევდა; კიდეც გაჭაღარავდა, მას კი არაფერი უგრძვნია.
10
ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ მოიქცნენ თავიანთი უფალი ღმერთისკენ და არ უძებნიათ იგი.
11
ჩერჩეტი მტრედივით იქცა ეფრემი, უგულისხმო გახდა: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.
12
როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებული იყვნენ თავიანთ კრებულში.
13
ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან განმიდგნენ! მე ვიხსენი ისინი, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!
14
და გულით არ შემომღაღადებდნენ მე, არამედ კვნესოდნენ თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
15
მე ვმოძღვრავდი მათ, მკლავს ვუმაგრებდი, ისინი კი ავს განიზრახავდნენ ჩემს წინააღმდეგ.
16
ისინი მიიქცნენ, მაგრამ არა ყოვლადძლიერისაკენ, არამედ მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო; ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14