bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 4
Hosea 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 5 →
1
ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო! რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის ცოდნა ქვეყნად.
2
წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლისღვრას სისხლისღვრა მოსდევს.
3
ამიტომაც გოდებს მიწა; ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაქრებიან.
4
არავინ იდაოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება.
5
წაიფორხილებ დღისით, და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.
6
მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემს წინაშე მღვდელმსახურებისაგან; და როგორც შენ გაქვს დავიწყებული შენი ღმერთის სიყვარული, მეც დავივიწყებ შენს შვილებს.
7
რაც უფრო მრავლდებიან ისინი, მით მეტად სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად ვაქცევ.
8
ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისაკენ მიუწევს გული.
9
და რაც ერს მოუვა, იგივე მოუვა ბერს; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მათი საქმეების გამო.
10
ჭამენ და ვერ ძღებიან, ბოზობენ და ვერ მრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.
11
ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.
12
ჩემი ერი თავის ხეს ეკითხება და მისი კვერთხი აძლევს მას პასუხს, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ის და განუდგა თავის ღმერთს.
13
მთათა თხემებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე უკმევენ საკმეველს მუხის, ვერხვისა და ტერებინთოს ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ თქვენი ასულები და მრუშობენ თქვენი რძლები.
14
არ მოვთხოვ პასუხს შენს ასულებს და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები მეძავ ქალებთან დაეთრევიან და ტაძრის მემრუშებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს, უგუნური ხალხი კი იღუპება.
15
თუ შენ მრუშობ, ისრაელო, იუდეა მაინც ნუ შესცოდავს, ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცავს: ცოცხალიმც არისო უფალი!
16
რადგან ატეხილი ფურივით არის ისრაელი ატეხილი; ამიტომ როგორ აძოვებს ახლა მათ უფალი, როგორც ცხვარს, ვრცელ საძოვარზე?
17
შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენით, იყოს მარტო.
18
გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, მიეჩვივნენ სირცხვილს მისი მთავრები.
19
გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14