bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 11
Hosea 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
1
როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე.
2
უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ.
3
მე ავადგმევინე ფეხი ეფრემს; ხელით ვატარებდი, მაგრამ ისინი ვერ იგებდნენ, რომ მე ვკურნავდი მათ.
4
ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის არტახებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის წამომყრელივით ვიყავი მათი ყბებიდან, და სიყვარულით ვაძლევდი მათ საკვებს.
5
არ გაბრუნდება ის ეგვიპტის ქვეყნისაკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მოქცევა.
6
მახვილი დატრიალდება მის ქალაქებში და დალეწავს მის საკეტურებს, და შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო.
7
მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს.
8
როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.
9
აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ.
10
უფალს გაჰყვებიან ისინი; ლომივით დაიწყებს ბრდღვინავს ის, და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, მისკენ შიშით წამოვლენ ძენი დასავლეთიდან.
11
შიშით წამოვლენ ეგვიპტიდან, როგორც ჩიტები და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი.
12
შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა ღმერთის წინაშე და წმიდის წინაშე, რომელიც ურყევია.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14