bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 2
Hosea 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
1
დაუძახეთ თქვენს ძმებს: „ჩემი ერი“ და თქვენს დებს: „შეწყალებული.“
2
უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან.
3
თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც მისი დაბადების დღეს იყო; უდაბნოსავით ვაქცევ; უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით დავახრჩობ.
4
არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან სიძვის შვილები არიან.
5
რადგან მრუშობდა მათი დედა და თავი შეირცხვინა მათმა მუცლადმღებელმა, რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენო პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელებს.
6
ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და ყორეს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს თავისი ბილიკები.
7
გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვის. იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო.
8
მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა.
9
ამიტომაც უკან წავიღებ მე ჩემს ხორბალს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.
10
ახლა კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს მას ხელიდან.
11
გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს, ყველა დღესასწაულს;
12
გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და ტყის ნადირი შეჭამს მათ.
13
მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და საყურეებითა და ყელსაბამებით ირთვებოდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, – თქვა უფალმა.
14
ამიტომაც აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.
15
იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
16
იმ დღეს იქნება, – თქვა უფალმა, – რომ დამიძახებ: „ჩემო ქმარო!“ და აღარ დამიძახებ: „ჩემო ბაყალო!“
17
მოვაშორებ მის ბაგეებს ბაყალთა სახელებს, რომ აღარ იხსენებოდნენ თავიანთი სახელებით.
18
დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის ნადირთან, ცის ფრინველთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით ცხოვრებას დავანებებ მათ.
19
და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;
20
დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.
21
იმ დღეს იქნება, რომ მე მოვუსმენ, – თქვა უფალმა, – მოვუსმენ ცას და ისიც მოუსმენს მიწას;
22
მიწა მოუსმენს ხორბალს, ღვინოსა და ზეთს, ხოლო ესენი მოუსმენენ იზრეყელს.
23
და ჩემთვის დავითესავ მას მიწაზე და შევიწყალებ ლო-რუხამას და ვეტყვი ლო-ყამს: ჩემი ერი ხარ-მეთქი, და ის მეტყვის: ჩემი ღმერთი ხარო.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14