bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 14
Hosea 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
1
მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს; მახვილით დაეცემიან ისინი; მათი ძენი აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
2
მოიქეც, ისრაელ, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
3
შეიგონეთ სიტყვები და მოიქეცით უფლისკენ. უთხარით მას: „სრულიად აგვხადე უკეთურება, მიგვიღე ჩვენ კეთილად, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს შემოგწირავთ.
4
ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს სიბრალულს ობოლი.“
5
განვკურნავ მათ განდგომას და გულით შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
6
ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
7
განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
8
დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.
9
რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.
10
ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14