bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Hosea 8
Hosea 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
1
მძლავრად დასცხეთ ბუკი! ორბივით დააცხრება მტერი უფლის ტაძარს, რადგან გადავიდნენ ჩემს აღთქმას და რჯული დაარღვიეს.
2
იღაღადებენ ჩემს მიმართ: „ჩემი ღმერთი ხარ შენ; ჩვენ, ისრაელიანები, გიცნობთ შენ!“
3
უარყო ისრაელმა სიკეთე; მტერი დაუწყებს დევნას.
4
მეფეები დაისხეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისხეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქროთი და თავიანთი ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად.
5
შენი ხბო მოვისროლე, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის არ უნდა განიწმიდნენ ისინი?
6
რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.
7
და რაკი ქარს თესდენ, ქარიშხალს მოიმკიან. მათი თავთავი ფქვილს ვერ მოსცემს, და რომც მოსცეს, უცხოთა ლუკმა გახდება.
8
დაინთქა ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის იგი წარმართთა შორის.
9
ისინი აშურისკენ გარბიან კანჯარივით, მარტო რომ დადის; ეფრემი საჩუქრებით მოისყიდდა მისადმი პატივს.
10
თუმცა გასცემდნენ ისინი ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთქვეშ;
11
რადგან ცოდვისათვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, – ცოდვისათვის აქვს მას სამსხვერპლოები.
12
დავუწერე მას ჩემი მთავარი კანონები, მაგრამ უცხო სწავლებად შერაცხა მან იგი.
13
სამსხვერპლოდ მოაქვთ ჩემთვის ხორცი და მიირთმევენ მას; უფალს არ მოსწონს ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან ისინი.
14
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოებს აშენებს; იუდეამ გაამრავლა ციხე-ქალაქები; მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის პალატებს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14