bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 1
Exodus 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 2 →
1
ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლით შევიდა.
2
რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3
ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი.
4
დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5
და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6
და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა.
7
ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8
და დადგა ახალი მეფე ეგვიპტეზე, რომელიც არ იცნობდა იოსებს,
9
და უთხრა თავის ხალხს: „ისრაელის ძეთა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.
10
მოდით, სიბრძნით მოვიქცეთ მის მიმართ, თორემ უფრო გამრავლდება. და ოდესმე, თუ მოხდა ომი, შეუერთდება ჩვენს მტრებს და იომებს ჩვენს წინააღმდეგ და გავა ქვეყნიდან.“
11
და დაუდგინეს მას საქმის უფროსნი, რათა დაეჩაგრათ იგი მძიმე შრომით. და მან ააშენა სამარაგო ქალაქები ფარაონისთვის: ფითომი და რაყმესესი.
12
და რაც უფრო ტანჯავდნენ მას, მით უფრო მრავლდებოდა იგი და ვრცელდებოდა, და ეშინოდათ მათ ისრაელის ძეთა.
13
და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელის ძეთ უწყალოდ.
14
და გაუმწარეს სიცოცხლე მძიმე შრომით თიხაზე და აგურზე, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდორში, ყოველი საქმით, რაზედაც აიძულებდნენ მათ უწყალოდ.
15
და უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთის სახელი იყო შიფრა და მეორისა ფუყა,
16
და უთხრა: „როდესაც ამშობიერებთ ებრაელ ქალებს, უყურეთ მათ სამშობიარო ადგილზე: თუ ვაჟია, მოკალით, და თუ ქალია, იცოცხლოს.
17
და შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა და არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს.
18
და დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა მათ: „ამას როგორ შვრებით, ცოცხალს როგორ ტოვებთ ვაჟებს?“
19
და უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: „ებრაელი ქალები როდი არიან ეგვიპტელი ქალებივით – ჯანიანები არიან და, სანამ მივიდოდეს მათთან ბებიაქალი, ისინი უკვე ნამშობიარები არიან.
20
და უყო კეთილი ღმერთმა ბებიაქალებს. და ხალხი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
21
რაკი ეშინოდათ ბებიაქალებს ღვთისა, უშენებდა იგი მათ სახლებს.
22
და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ვაჟი მდინარეში გადააგდეთ, ხოლო ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40