bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 33
Exodus 33
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 34 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით ახლა აქედან შენ და შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას.’
2
წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავრეკავ ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს.
3
[და ის შეგიყვანთ] ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ხოლო მე თვითონ არ ამოვალ შენს შორის, რადგან ქედფიცხელი ხალხი ხარ შენ, რათა შენც არ მოგსპო გზაზე.“
4
და ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, და არავინ მორთულა თავისი სამკაულებით.
5
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ქედფიცხელი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენი შენი სამკაულები და მე ვიცი, რაც უნდა გიყო შენ.’“
6
და ჩამოიხსნეს ისრაელის ძეთ თავიანთი სამკაულები ხორების მთასთან.
7
და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკის გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იყო.
8
და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, დგებოდა მთელი ხალხი. და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა.
9
და როცა შედიოდა მოსე კარავში, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს.
10
და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს.
11
და ელაპარაკებოდა [უფალი] მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს, და იგი ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ძე ნავესი, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს.
12
და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მეუბნები, ‘გაუძეხი ამ ხალხს,’ და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი: ‘გიცნობ სახელით და შენ ჰპოვე მადლი ჩემს თვალში.’
13
და ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“
14
და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.“
15
და უთხრა მას: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან.
16
და რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? ხომ იმით, რომ წამოხვალ ჩვენთან და ამით გამორჩეულნი ვიქნებით მე და შენი ხალხი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“
17
და უთხრა უფალმა მოსეს ეს სიტყვაც: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით.“
18
და უთხრა: „მაჩვენე მე შენი დიდება.“
19
და უთხრა: „მე ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინ და შევიწყალებ, ვინც უნდა შევიწყალო, და შევიბრალებ, ვინც უნდა შევიბრალო“.
20
და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს“.
21
და თქვა უფალმა: „აჰა ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე
22
და, როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე.
23
და როცა მოგაშორებ ჩემს ხელს, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება“.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40