bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 5
Exodus 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 6 →
1
მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.“
2
და თქვა ფარაონმა: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? მე არ ვცნობ უფალს და ისრაელსაც არ გავუშვებ.“
3
და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ. წავალთ სამი დღის სავალზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ მოგვწყლას ჩვენ შავი ჭირით ან მახვილით.“
4
და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოებზე.“
5
და თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ ქვეყნის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ მათი სამუშაოებისაგან.“
6
და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს ხალხზე დაყენებულ აღმსრულებლებს და ზედამხედველებს ასე:
7
„ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის გასაკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8
რაოდენობა ალიზებისა, რამდენსაც ისინი აკეთებდნენ გუშინ და გუშინწინ, იმდენივე დაუწესეთ და ნუ მოაკლებთ, რადგან ზარმაცები არიან ისინი და ამიტომ ღაღადებენ ასე: ‘წავალთ, შევწირავთ მსხვერპლს ჩვენს ღმერთს.’
9
დაუმძიმდეს სამუშაო ამ ხალხს და აკეთონ ის, და ნუ ოცნებობენ ფუჭ ამბებზე“.
10
და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და უთხრეს ხალხს ასე: „ფარაონმა თქვა: ‘მე არ გაძლევთ თქვენ ბზეს’
11
წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“
12
და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას ბზის ნაცვლად ნამჯის შესაგროვებლად.
13
და აღმსრულებელნი აჩქარებდნენ მათ ასე: „შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც იმ დროს, ბზე რომ გქონდათ.“
14
და სცემდნენ ზედამხედველებს ისრაელის ძეთაგან, რომელნიც დაუდგინეს მათ ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ გააკეთეთ ალიზთა დაწესებული რაოდენობა არც გუშინ, არც გუშინწინ და არც დღეს, როგორც ადრე აკეთებდით?“
15
და მივიდნენ ზედამხედველნი ისრაელის ძეთაგან, და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად უკეთებ ამას შენს მსახურთ?
16
ბზე არ ეძლევათ შენს მსახურთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მსახურთ და ცოდვა შენს ხალხზეა.“
17
და თქვა: „ზარმაცები ხართ თქვენ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ: ‘წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს.’
18
ახლა კი გასწით, იმუშავეთ და ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა მოგვცეთ.“
19
დაინახეს ისრაელის ძეთა ზედამხედველებმა, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს, არ მოაკლოთ ყოველდღიურად თქვენთვის დაწესებულ რაოდენობასო.
20
და შეეყარნენ ისინი მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ, მათი ფარაონისაგან გამოსვლისას.
21
და უთხრეს მათ: „დაგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან საძულველი გახადეთ ჩვენი თავი ფარაონისა და მის მსახურთა თვალში, და მახვილი მიეცით მათ ხელში ჩვენს ამოსაჟლეტად.“
22
მიუბრუნდა მოსე უფალს და უთხრა: „უფალო! რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად მიმავლინე?
23
და მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი ხსნით არ იხსენი შენი ხალხი.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40