bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 8
Exodus 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 9 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ!
2
და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს მიწა-წყალს ბაყაყებით.
3
და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში და შენს საწოლ ოთახში, და შენს სარეცელზე, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებში, შენს თონეებში და შენს ვარცლებში.
4
შენზე, შენს ხალხზე და ყოველ შენს მსახურზე ამოვლენ ბაყაყები.“
5
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი შენი კვერთხით მდინარეებზე, ნაკადულებზე და ტბებზე, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე’.“
6
და გაიწოდა აარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, და ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა.
7
და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
8
და დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.“
9
და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისთვის ბაყაყების მოსპობაზე შენთან და შენი სახლებიდან. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“
10
და თქვა: „ხვალ.“ და თქვა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა.
11
და მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“
12
და გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს.
13
და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
14
და მოაგროვეს ისინი გროვებად და აყროლდა ქვეყანა.
15
და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაიმძვინვარა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
16
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე შენი კვერთხი და დაჰკარი მიწის მტვერს, და გადაიქცევა მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“
17
ასეც გააკეთეს: და გაიწოდა აარონმა ხელი თავისი კვერთხით, და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი გადაიქცა მკბენრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
18
და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მკბენარი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს.
19
და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის თითია ეს.“ და გამძვინვარდა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
20
და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარსდექი ფარაონის წინაშე. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.
21
თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, მოვავლენ შენზე და შენს ხალხზე, და შენს სახლებზე ბუზანკალს, და აივსება ეგვიპტელთა სახლები ბუზანკალით, და თვით მიწაც, სადაც ისინი არიან.
22
და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ მე, უფალი, ქვეყნის შუაგულში ვარ.
23
და გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალე მოხდება.“
24
და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოისრა ქვეყანა ბუზანკალისაგან.
25
და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.“
26
და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, მსხვერპლს რომ ვწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ?
27
სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.“
28
და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!“
29
და თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალ. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.
30
და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს.
31
და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს, და არ დარჩენილა არც ერთი.
32
გაიმძვინვარა ფარაონმა თავისი გული ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40