bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 19
Exodus 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 20 →
1
ეგვიპტის ქვეყნით ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში.
2
აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ.
3
და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის ძეთ:
4
თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან.
5
და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6
და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!“
7
და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი, და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა.
8
და მიუგო მთელმა ხალხმა ერთად, და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
9
და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ზრქელ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნონ საუკუნოდ.“ და აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
10
და უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი.
11
და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12
და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველა, ვინც მთას შეეხება, სიკვდილით მოკვდება.
13
არ შეეხოს მას ხელი, არამედ ჩაქოლვით ჩაიქოლოს ან ისრით განიგმიროს. ვერც პირუტყვი, ვერც კაცი ცოცხალი ვერ გადარჩება. საყვირის გაბმულ ხმაზე შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა.
14
და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი.
15
და უთხრა ხალხს: „იყავით მზად მესამე დღისთვის და ნუ მიეკარებით ცოლებს.“
16
და მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17
და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას.
18
ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა.
19
და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით.
20
და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ და ავიდა მოსე.
21
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი.
22
და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“
23
და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ გაგვაფრთხილე და გვითხარი: ‘საზღვარი შემოწერე მთას და განწმიდე იგი.’“
24
და უთხრა მას უფალმა: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ ამოიჭრებიან უფალთან ამოსასვლელად, თორემ შემუსრავს მათ.“
25
და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო მათ.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40