bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 2
Exodus 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 3 →
1
წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ასული ლევისა.
2
დაორსულდა ეს ქალი და შვა ვაჟი და, როცა დაინახა, რომ კარგი იყო, მალავდა მას სამ თვეს.
3
და როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ლერწმის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, და ჩააწვინა მასში ყრმა და დადგა ლერწმიანში, მდინარის ნაპირას.
4
და დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა მოუვიდოდა მას.
5
და ჩავიდა ფარაონის ასული საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლენი მიმოდიოდნენ მდინარის პირას. და დაინახა კალათა ლერწმიანში, და გაგზავნა თავისი მოახლე და მან აიღო იგი.
6
გახსნა და ნახა ბავშვი და აჰა, ტირის ყრმა. შეებრალა იგი და თქვა: „ებრაელ ბავშვთაგანია ეს.“
7
და უთხრა მისმა დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ გამოგიკვებოს ყრმა?“
8
და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წადი.“ წავიდა გოგონა და დაუძახა ყრმის დედას.
9
და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ყრმა და გამოკვებე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და აიყვანა ქალმა ყრმა და კვებავდა მას.
10
და გაიზარდა ყრმა, და მიუყვანა იგი ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი და უწოდა მას სახელად მოსე, და თქვა: „რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი.“
11
და მოხდა ეს იმ დღეებში, როცა გაიზარდა მოსე და გამოვიდა თავის ძმებთან, და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს.
12
მიიხედ-მოიხედა და, როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში.
13
და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რად სცემ შენს მოყვასს?“
14
და მან უთხრა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩვენზე? ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც ეგვიპტელი მოკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: „ნამდვილად ცნობილი გამხდარა ეს ამბავი.“
15
და გაიგო ფარაონმა ეს ამბავი, და მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაიქცა მოსე ფარაონისაგან და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ჭასთან.
16
მიდიანელ მღვდელს შვიდი ასული ჰყავდა. და მოვიდნენ და ამოხაპეს წყალი, და აავსეს გეჯები თავიანთი მამის წვრილფეხა საქონელის დასარწყულებლად.
17
და მოვიდნენ მწყემსები და გარეკეს ისინი. და ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაარწყულა მათი წვრილფეხა საქონელი.
18
და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან უთხრა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“
19
და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და წვრილფეხა საქონელიც დაარწყულა.“
20
უთხრა თავის ასულებს: „სადაა იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური.“
21
და დათანხმდა მოსე, რომ ეცხოვრა ამ კაცთან. და მანაც მიათხოვა ციფორა, თავისი ასული, მოსეს.
22
და შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში.“
23
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
24
და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ.
25
და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40