bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 38
Exodus 38
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 39 →
1
და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხეთაგან: ხუთი წყრთა სიგრძე და ხუთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი; და სამი წყრთა სიმაღლე;
2
და გაუკეთა რქები მას ოთხ კუთხეზე, მისგანვე იყო მისი რქები და მოჭედა იგი სპილენძით.
3
და გააკეთა ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი: ქოთნები და აქანდაზები, და სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები. ყველა მისი ჭურჭელი სპილენძისაგან გააკეთა.
4
და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური, ბადისებრი ნახელავი, სპილენძისაგან, მის კიდეზე, ქვემოდან მის ნახევრამდე.
5
და ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად.
6
და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი სპილენძით.
7
და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებისგან.
8
და გააკეთა საბანელი სპილენძისა და მისი კვარცხლბეკიც სპილენძისა ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
9
და გააკეთა ეზო ნეგების, სამხრეთის, მიმართულებით. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო, ასი წყრთა,
10
მათი ოცი სვეტი და მათი სპილენძის ოცი კვარცხლბეკი; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები – ვერცხლისა.
11
და ჩრდილოეთის მხრიდან [ფარდები] – ასი წყრთა. მათთვის გაკეთდა ოცი სვეტი და მათი ოცი კვარცხლბეკი სპილენძისა. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა.
12
და დასავლეთის მხრიდან – ფარდები ორმოცდაათი წყრთა. მათთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი. სვეტთა დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა.
13
და წინა მხრიდან აღმოსავლეთისაკენ – [ფარდები] ორმოცდაათი წყრთა.
14
ფარდები თხუთმეტი წყრთისა ეზოს ერთი მხრისათვის. მათთვის სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი.
15
და მეორე მხრისათვის ეზოს კარიბჭის აქეთ-იქიდან თხუთმეტი წყრთა ფარდა. სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი.
16
ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო.
17
სვეტების კვარცხლბეკები სპილენძისა იყო, სვეტების დუგმები და მათი რკალები – ვერცხლისა, და მათი თხემთა ჭედურობაც ვერცხლისა. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი.
18
და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო მქარგავის ნაკეთობა, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. ოცი წყრთა სიგრძით, ხუთი წყრთა სიმაღლით მთელ მანძილზე, ეზოს ფარდების მსგავსად.
19
მათი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი სპილენძისა იყო. და მათი დუგმები – ვერცხლისა და მათ თხემთა ჭედურობაც და რკალებიც – ვერცხლისა.
20
და ყოველი პალო კარვისა და ეზოს ირგვლივ სპილენძისა იყო.
21
ეს არის აღრიცხვა სავანისა, მოწმობის სავანისა, რომელიც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა შრომით, ითამარ მღვდლის – აარონის ძის, ზედამხედველობით.
22
და ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
23
და მასთან იყო აჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერსა და ბისონზე.
24
მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო ოქრო შემოწირული: ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი, საწმიდრის შეკელით.
25
ხოლო თემის აღრიცხულ პირთაგან ვერცხლი – ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი – საწმიდრის შეკელით.
26
სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, ოცი წლიდან და ზევით, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
27
და იყო ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრის კვარცხლბეკთა ჩამოსასხმელად და ფარდის კვარცხლბეკთათვის. ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის.
28
და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელიდან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოავარაყა მათი თხემები და შეაერთა ისინი სალტეებით.
29
და სპილენძი შერხევის შესაწირავისა – სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი.
30
და გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და სპილენძის სამსხვერპლო, და სპილენძის ცხაური მისთვის, და ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი.
31
და კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ, და კვარცხლბეკები ეზოს კარიბჭისათვის, და ყოველი პალო სავანისა და ყოველი პალო ეზოს ირგვლივ.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40