bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 20
Exodus 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 21 →
1
და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4
არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას,
6
და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
8
დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი.
9
ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
10
ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
13
არა კლა.
14
არ იმრუშო.
15
არ იქურდო.
16
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17
არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“
18
და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას. იხილა ხალხმა და შეკრთა და დადგა მოშორებით.
19
და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“
20
და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, რადგან ღმერთი მოვიდა, რომ გამოგცადოთ თქვენ, რომ მისი შიში იყოს თქვენს წინაშე, რათა არ შესცოდოთ.“
21
და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22
და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით.
23
არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24
მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და შენი მსხვილფეხა საქონელი; ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25
და თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ მას.
26
და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს შენი სიშიშვლე მასზე.’
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40