bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 26
Exodus 26
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 27 →
1
და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი გადასაფარებლისაგან. და ქერუბიმები გაუკეთე ოსტატური ნამუშევრით.
2
თითოეული გადასაფარებელის სიგრძე იყოს ოცდარვა წყრთა, ხოლო სიგანე თითოეული გადასაფარებლისა – ოთხი წყრთა. ერთი ზომა ყოველი გადასაფარებლისთვის.
3
ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან და კიდევ ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან.
4
და გააკეთე ცისფერი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც ბოლოში აერთებს ორივე ნახევარს. და აგრეთვე გააკეთე ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც აერთიებს ორივე ნახევარს.
5
ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე იმ გადასაფარებლის კიდეს, რომელიც სხვებს უერთდება. მარყუჟები უნდა შეესაბამებოდნენ ურთიერთს.
6
და გააკეთე ორმოცდაათი დუგმა ოქროსი, და შეაერთე გადასაფარებლები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე.
7
და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის დასაფარად. თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი გააკეთე.
8
სიგრძე ერთი გადასაფარებლისა იყოს ოცდაათი წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა: ერთი ზომა იყოს თერთმეტივე გადასაფარებლისათვის.
9
და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინ.
10
და გააკეთე ორმოცდაათი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის ბოლო კიდეზე შესაერთებლად, და ორმოცდაათი მარყუჟი მეორე გადასაფარებლის კიდეზე მასთან შესაერთებლად.
11
და გააკეთე სპილენძის ორმოცდაათი დუგმა და გაუყარე დუგმები მარყუჟებში, და შეაერთე სავანე, და ერთი იქნება.
12
და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, გადაიჭიმოს სავანის უკანა მხარეს.
13
და ნამეტი სავანის გადასაფარებლის სიგრძიდან, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქითა მხრიდან, მის დასაფარავად.
14
და გააკეთე საფარველი კარვისათვის წითელი ვერძის ტყავისა და ზევიდან მაჩვის ტყავისა.
15
და გააკეთე ძელები სავანისათვის აკაციის ხისაგან.
16
ათი წყრთა იყოს სიგრძე ძელისა და წყრთანახევარი იყოს სიგანე თითოეული ძელისა.
17
ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ეგრე გააკეთე სავანის ყოველი ძელისათვის.
18
და გააკეთე ძელები სავანისათვის: ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ.
19
და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთე ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
20
და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთის მხარისაკენ – ოცი ძელი.
21
და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ.
22
და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთით, გააკეთე ექვსი ძელი.
23
და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
24
და იყოს ისინი შეკრული ქვევიდან, და ერთად იყოს შეკრული ზემოთ, ერთ რგოლთან. ასე უნდა იყოს ორთავესათვის: ორივე კუთხისათვის იყოს ისინი.
25
და იყოს რვა ძელი და მათი კვარცხლბეკი ვერცხლისა – თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
26
და გააკეთე ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის ძელებისათვის.
27
და ხუთი ძელაკი სავანის მეორე მხარის ძელებისათვის, და ხუთი ძელაკი სავანის უკანა მხარის ძელებისათვის, დასავლეთით.
28
და შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად – ერთი ბოლოდან მეორემდე.
29
და მოავარაყე ძელები ოქროთი, და მათი რგოლები, ძელაკების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ძელაკებიც ოქროთი მოავარაყე.
30
და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც გიჩვენე მთაზე.
31
და გააკეთე ფარდა ცისფერი, და ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით გააკეთონ იგი, ქერუბიმებით.
32
და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოპირკეთებულ აკაციის ოთხ სვეტზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე,
33
და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან.
34
და დაახურე თავსარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
35
და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის მხარეს, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით.
36
და გააკეთე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა, და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნამუშევარი. და გააკეთე ფარდისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის სპილენძის ხუთი კვარცხლბეკი.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→