bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Exodus 15
Exodus 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 16 →
1
მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის ძეთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.
2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.
3
უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი.
4
ეტლები ფარაონისა და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში.
5
დაფარა ისინი სიღრმემ, ჩაიძირენ ისინი სიღრმეში ლოდივით.
6
მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს.
7
და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვარებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ.
8
და შენი ნესტოების სუნთქვაზე დაგროვდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა ზღვის გულში.
9
თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’
10
შენ შეუბერე შენი სულით და ისინი ზღვამ დაფარა: ტყვიასავით ჩაიძირნენ ადიდებულ წყალში.
11
ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?
12
შენ გაიწოდე მარჯვენა შენი: პირი უყო მათ მიწამ.
13
შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ.
14
ისმინეს ხალხებმა და თრთიან, ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მცხოვრებნი.
15
მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა კანკალმა. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა.
16
დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიდიადემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე.
17
მიიყვანე ის და დანერგე იგი შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, საწმიდარში, მეუფეო, რომელიც განამზადეს შენმა ხელებმა.
18
უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“
19
როცა შევიდა ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელის ძეთ გაიარეს მშრალზე შუაგულ ზღვაში.
20
და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21
და მიუგო მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“
22
აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ ისინი შურის უდაბნოსაკენ. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23
და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24
და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?“
25
და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.
26
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27
და მივიდნენ ელიმში, და იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლის პირას.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→