bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 12
Numbers 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 13 →
1
და მირიამმა და აარონმა ილაპარაკეს მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც შეირთო მან. რადგან ქუშელი ქალი შეირთო ცოლად.
2
და თქვეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენ არ გველაპარაკა?“ და ისმინა ეს უფალმა.
3
და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან.
4
და უთხრა უფალმა უცებ მოსეს, აარონსა და მირიამს: „გამოდით სამივე საკრებულო კარავთან.“ და გავიდნენ სამივე.
5
და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტით, და დადგა კარვის შესასვლელში, და დაუძახა აარონს და მირიამს, და გავიდნენ ორივე.
6
და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ჩვენებაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
7
ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.
8
პირისპირ ვლაპარაკობ მასთან, აშკარად და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. და როგორ არ გეშინიათ მოსეს, ჩემი მსახურის წინააღმდეგ ლაპარაკისა?“
9
და აღინთო რისხვა უფლისა მათზე, და წავიდა იგი.
10
და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთროვანია იგი.
11
და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად რომ მოვიქეცით და შეგცოდეთ.
12
ნუ დაემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, რომელიც თავისი დედის საშოდან ნახევრად შეჭმული გამოდის.“
13
და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, გევედრები, განკურნე იგი!“
14
და უთხრა უფალმა მოსეს: „მამამისს რომ სახეში მიეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? დაე, დატუსაღდეს იგი შვიდი დღე ბანაკის გარეთ, და შემდეგ დაბრუნდეს.“
15
და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით. და ხალხი არ აყრილა გზად მირიამის დაბრუნებამდე.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36