bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 25
Numbers 25
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
1
და ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში, და იწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან.
2
და იწვევდნენ ისინი ხალხს თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე, და ჭამა ხალხმა და თაყვანი სცა მათ კერპებს.
3
და მიეტმასნა ისრაელი ბაყალ-ფეღორს, და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე.
4
და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე ყოველი მთავარი ხალხისა და ჩამოკიდე ისინი მზისით უფლის წინაშე, და გადავა მძვინვარება უფლის რისხვისა ისრაელისაგან.“
5
და უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: „მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა.“
6
და ერთხელ ვიღაცა ისრაელის ძეთაგანი მოვიდა და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსეს თვალწინ და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ. და ისინი ტიროდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
7
და იხილა ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის ელეაზარის ძემ, და ადგა თემის შუაგულიდან და აიღო შუბი ხელში.
8
და მიჰყვა ისრაელის ძის კვალს მის საწოლში და გააპო ორივე შუბით, ისრაელის ძე და ის ქალი – მუცელზე. და შეწყდა მუსვრა ისრაელის ძეთა.
9
და გაწყდა მუსვრის დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
10
და უთხრა უფალმა მოსეს:
11
„ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე, რადგან შური იძია ჩემს გამო მათ შორის. და არ მოვსპე მე ისრაელის ძენი ჩემი შურით.
12
ამიტომ უთხარი მას: აჰა, მე ვაძლევ მას მშვიდობის აღთქმას.
13
და ეს იყოს მისთვის და მისი თესლისათვის მის შემდგომ მღვდლობის საუკუნო აღთქმად, იმისათვის, რომ შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი.“
14
ხოლო სახელი მოკლული ისრაელის ძისა, რომელიც მოკლულ იქნა მიდიანელ ქალთან, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა შტოს მამამთავარი.
15
და სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, რომელიც იყო უბოთის მამისსახლის მთავარი მიდიანში.
16
და უთხრა უფალმა მოსეს:
17
„უმტრეთ მიდიანელებს და მუსრი გაავლეთ,
18
ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავიანთი მზაკვრობით, როცა გაცდუნეს თქვენ ფეღორის ამბით, და ქოზბის, მიდიანელი მთავრის ასულის ამბით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა მუსვრის დღეს ფეღორის გამო.“
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36