bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 28
Numbers 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘ჩემი შესაწირავი, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, ჩემი კეთილსურნელება დაიცავით, რათა შემომწიროთ თავის დროზე’.
3
და უთხარი მათ: ‘ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი ერთწლიანი კრავი, საღი, ყოველდღიურად, მუდმივ სრულადდასაწველად.
4
ერთი კრავი მოიტანე დილით და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს.
5
და პურეულის ძღვნად მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ჰინის მეოთხედ გამოხდილ ზეთში აზელილი.
6
ეს მუდმივი სრულადდასაწველია, სინაის მთაზე რომ სწირავდნენ კეთილსურნელებად, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
7
და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედია ერთ კრავზე. წმიდა ადგილზე დაღვარე ღვინის საღვრელი უფლისათვის.
8
და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს. დილანდელი პურეულის ძღვნისა და საღვრელის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
9
და შაბათ დღეს ორი კრავი, ერთწლიანი, საღი, და პურეულის ძღვენი ორი მეათედი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი და მისი საღვრელი.
10
ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელის გარდა.
11
და თქვენი ახალმთვარობების დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი და ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი.
12
და პურეულის საძღვნოდ სამი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ მოზვერზე, და ორი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, საძღვნოდ ერთ ვერძზე,
13
და პურეულის საძღვნოდ ერთი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ კრავზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელება შესაწირავია უფლისა.
14
და მათი საღვრელები: ნახევარი ჰინი ღვინო მოზვერზე, მესამედი ჰინი ვერძზე და მეოთხედი ჰინი კრავზე. ეს სრულადდასაწველია ახალმთვარობისა, წელიწადის თვეებში.
15
და ერთი ვაცი შესწირეთ უფალს ცოდვისთვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად.
16
და პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს პასექია უფლისა.
17
და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია. შვიდი დღე ხმიადი უნდა იჭამოს.
18
პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა: არავითარი საქმე არ უნდა აკეთოთ.
19
და შესწირეთ სრულადდასაწველი მსხვერპლი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი კრავი ერთწლიანები, საღები უნდა იყვნენ ისინი.
20
და პურეულის საძღვნო იყოს წმიდა ხორბლის ფქვილი, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე და ორი მეათედი ვერძზე.
21
ერთი მეათედი მოიტანე თითო კრავზე შვიდი კრავიდან,
22
და ერთი ცოდვის ვაცი თქვენი შენდობისათვის.
23
შესწირეთ ესენი გარდა დილის სრულადდასაწველისა, რომელიც მუდმივი სრულადდასაწველია.
24
ასე შესწირეთ ყოველდღე შვიდი დღის განმავლობაში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს, მის საღვრელთან ერთად.
25
და მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის, არავითარი საქმე არ აკეთოთ.
26
და პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ ძღვენს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ.
27
და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი,
28
და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი: სამი მეათედი თითო მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე,
29
ერთი მეათედი ნაწილი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან.
30
და ერთი ვაცი თქვენი შენდობისათვის.
31
მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვნის გარდა შესწირეთ ესენი მათ საღვრელებთან ერთად. საღები უნდა იყვნენ ისინი.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36