bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 19
Numbers 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 20 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
2
„აჰა, წესი რჯულისა, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელის ძეთ, რომ მოიყვანონ შენთან წითელი საღი დეკეული, რომელსაც არა აქვს ნაკლი, და არ სდგომია უღელი.
3
და მიეცით ის ელეაზარ მღვდელს, და გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაკლან იგი მის წინაშე.
4
და აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი თითით და მოაპკუროს სისხლი საკრებულო კარვის წინა მხარეს შვიდჯერ.
5
და დაწვან დეკეული მის თვალწინ. მისი ტყავი და მისი ხორცი და მისი სისხლი თავის სკორეანად დაწვან.
6
და აიღოს მღვდელმა კედრის ხე და უსუპი, და ჭიაფერი ნართი და დააგდოს ალმოდებულ დეკეულზე.
7
და გაირეცხოს მღვდელმა თავისი შესამოსელი და დაიბანოს თავისი სხეული წყლით, და შემდეგ შევიდეს ბანაკში. და შებილწული იქნება მღვდელი საღამომდე.
8
და მისმა დამწველმა გაირეცხოს თავისი სამოსელი წყლით და დაიბანოს თავისი სხეული წყლით; და შებილწული იქნება საღამომდე.
9
და შეაგროვოს სუფთა კაცმა ფერფლი დეკეულისა და დადოს ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილას, და იყოს ეს ისრაელის ძეთა თემისათვის შესანახად, გამასუფთავებელი წყლისთვის. ეს ცოდვის მსხვერპლია.
10
დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა გაირეცხოს თავისი სამოსელი და შებილწული იქნება საღამომდე. ეს იყოს ისრაელის ძეთათვის და ხიზანთათვის, მათში რომ ხიზნობენ, საუკუნო წესად.
11
ვინც ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე.
12
იგი გასუფთავდება ცოდვისაგან ფერფლით მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და სუფთა იქნება. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა.
13
ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარს, ადამიანის ცხედარს, და არ გაისუფთავებს თავს, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს სული ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის და მისი სიბილწე კვლავ მასზეა.
14
ეს არის რჯული: თუ ადამიანი კარავში მოკვდება, მაშინ ყოველი, ვინც შევა კარავში, და ყოველი, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდი დღე.
15
და ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არაა დახურული თავსახურავით, შებილწულია.
16
და ყოველი, რომელიც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამანის ძვალს, ან საფლავს, შებილწულია იგი შვიდი დღე.
17
და შებილწულისათვის აიღონ ცოდვისათვის დამწვარი დეკეულის ფერფლი, და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭელში.
18
და აიღოს სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ არის, და ვინც ან ძვალს, ან მკვდარს, ან მოკლულს ან საფლავს გაკარებია.
19
და აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს თავის სამოსელს, და დაიბანს წყლით, და სუფთა იქნება საღამოზე.
20
და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდება, უნდა მოიკვეთოს ის სული კრებულიდან, რადგან მან შებილწა უფლის საწმიდარი. გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას, შებილწულია იგი.
21
იყოს ეს მათთვის საუკუნო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი. ვინც გამასუფთავებელ წყალს გაეკარება, შებილწული იქნება საღამომდე.
22
და ყოველი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და მას მიკარებული ადამიანიც შებილწული იქნება საღამომდე.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36