bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 6
Numbers 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ კაცმა ან ქალმა აღუთქვას მოწმიდრობის აღთქმა, რათა მიუძღვნას თავისი თავი მოწმიდრად უფალს,
3
მაშინ ღვინისაგან და სასმელებისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არა სვას, და ახალი და გამხმარი ყურძენი არა ჭამოს.
4
მთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, მისი წიპწიდან ჩენჩომდე.
5
თავისი მოწმიდრობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე. ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომელნიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე.
6
უფლის მოწმიდრობის მთელ დღეებში მკვდარს არ მიეკაროს.
7
თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს, მათი სიკვდილის დროს, რადგან მის თავზეა მისი ღვთის მოწმიდრობა.
8
მთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის.
9
და თუ ვინმე მოკვდეს მასთან უეცრივ, მოულოდნელად, და შებილწოს მან თავისი მოწმიდრობის თავი, მაშინ მან გაიპარსოს თავი განწმედის დღეს. მეშვიდე დღეს გაიპარსოს იგი.
10
და მერვე დღეს მიუყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან.
11
და მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისთვის, ხოლო მეორეს – სრულადდასაწველად, და შეუნდობს მას, რაც შესცოდა მკვდრის გამო, და განწმედს მის თავს იმავე დღეს.
12
და ხელახლა დაიწყოს უფლის მოწმიდრობის დღენი და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისთვის. და პირვანდელი დღეები გაუქმდება, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდრობა.
13
ესაა რჯული მოწმიდრობისა: მისი მოწმიდრობის დღეთა შესრულებისას იგი მიყვანილ უნდა იქნას საკრებულო კარვის შესასვლელთან,
14
და იგი შესწირავს თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უმანკო კრავს სრულადდასაწველად და ერთწლიან უმანკო დედალ კრავს ცოდვისათვის, და ერთ უმანკო ვერძს – სამშვიდობო შესაწირავად,
15
ერთი კალათა წმიდა ხორბლის ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო კვერებს, მათ ძღვენსა და მათ საღვრელებს.
16
და ამას მღვდელი მიიტანს უფლის წინაშე, და შესწირავს მისი ცოდვისათვის და სრულადდასაწველად.
17
შესწირავს ვერძს სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის ერთ კალათა ხმიადებთან ერთად. ასევე მოამზადებს მღვდელი მათ ძღვენსა და საღვრელს.
18
და გადაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდრო თავს, და აიღებს თავისი სამოწმიდრო თავის თმას, და ჩააგდებს ცეცხლში, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის ქვეშაა.
19
და აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს და ერთ უსაფუვრო კვერს კალათიდან, და ერთ უსაფუვრო ნამცხვარს, და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავის სამოწმიდრო თმას.
20
და შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე: წმიდაა იგი მღვდლისათვის, გარდა შესარხევი მკერდისა და შესაწირავი ბეჭისა. და შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო.
21
ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელიც აღუთქვამს უფალს, და მისი შესაწირავი მოწმიდრობისთვის, გარდა იმისა, რაზეც ხელი მიუწვდება. თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა ისე გააკეთოს, თავისი მოწმიდრობის რჯულისამებრ.’“
22
და უთხრა უფალმა მოსეს:
23
„უთხარი აარონსა და მის ძეებს: ‘აკურთხეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:
24
‘გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ!
25
და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და შეგიწყალოს შენ.
26
მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’
27
და აღბეჭდონ სახელი ჩემი ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36