bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 35
Numbers 35
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
2
„უბრძანე ისრაელის ძეთ, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრო სამფლობელოდან ქალაქები საცხოვრებლად, და აგრეთვე საძოვრები ქალაქების ირგვლივ მიეცით ლევიანებს.
3
და იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, ხოლო მათი საძოვრები იქნება მათი საქონლისათვის და მათი ქონებისათვის, და ყველა მათი სარჩოსათვის.
4
და ქალაქების საძოვრები, რომლებსაც მისცემთ ლევიანებს, ქალაქის გარე კედლიდან ათას წყრთაზე გადიოდეს ირგვლივ.
5
და გაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს ორიათასი წყრთა, და სამხრეთ მხარეს ორი ათასი წყრთა და დასავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, და ჩრდილოეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, ხოლო ქალაქი იყოს შუაში: ეს იქნება მათთვის ქალაქთა საძოვრები.
6
ქალაქიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ ლევიანებს, ექვსი ქალაქი იყოს თავშესაფრად, რომლებსაც გამოყოფთ მკვლელისთვის იქ გასაქცევად. და მათ გარდა მიეცით ორმოცდაორი ქალაქი.
7
ყველა ქალაქი, რომელიც თქვენ უნდა მისცეთ ლევიანებს, ორმოცდარვა ქალაქია თავისი საძოვრებიანად.
8
და ქალაქებს, რომლებსაც მისცემთ ისრაელის ძეთა სამფლობელოდან, მრავალრიცხოვანთაგან აიღეთ მეტი, ხოლო მცირერიცხოვანთაგან – ნაკლები. ყოველმა ტომმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით უნდა მისცეს ლევიანებს თავიანთი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ.“
9
და უთხრა უფალმა მოსეს:
10
„განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა გადახვალთ იორდანეს გადაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
11
მაშინ დანიშნეთ თქვენთვის ქალაქები, რომლებიც თავშესაფარი ქალაქები იქნება თქვენთვის. და გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდება კაცი.
12
ეს ქალაქები იქნება თქვენთვის თავშესაფრად შურის მაძიებლისაგან, რომ არ მოკვდეს მკვლელი, ვიდრე წარსდგებოდეს თემის წინაშე სამსჯავროზე.
13
და ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს თქვენთვის.
14
სამი ქალაქი მიეცით იორდანეს გამოღმა მხარეს და სამი ქალაქი მიეცით ქანაანის ქვეყანაში. თავშესაფარ ქალაქებად იქნება ისინი.
15
ისრაელის ძეთათვის და ხიზნისთვის და ახალ მოსახლისათვის, მათ შორის იყოს ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა გაიქცეს იქ ყველა, ვისაც უნებლიედ შემოაკვდება კაცი.
16
ხოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი
17
და თუ ვინმე ხელით ქვას დაარტყამს ვინმეს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი.
18
ან, თუ ხის იარაღს დაარტყამს ხელით, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი.
19
მესისხლეს თვით შეუძლია მოკლას მკვლელი. როცა შეხვდება მას, თვით შეუძლია მისი მოკვლა.
20
და თუ ვინმე სიძულვილით ხელს ჰკრავს ვინმეს, ან მას განზრახ სტყორცნის და იგი მოკვდება,
21
ან თუ მტრობით დაარტყამს ხელს, და იგი მოკვდება, სიკვდილით უნდა მოკვდეს ის, რომელმაც დაარტყა მას, რადგან მკვლელია იგი; მესისხლეს შეუძლია მოკლას ეს მკვლელი, როცა შეხვდება მას.
22
მაგრამ თუ უცაბედად, მტრობის გარეშე, ჰკრა ხელი, ან ესროლა მას რაიმე საგანი განუზრახველად,
23
ან რაიმე ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, დაუნახავად მოახვედრებს მას და ის მოკვდება, და იგი არ ყოფილა მისი მტერი და არც მისთვის ავი მოუსურვებია,
24
მაშინ უნდა განსაჯოს თემმა მკვლელსა და მესისხლეს შორის ამ წესის მიხედვით.
25
და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მესისხლის ხელიდან, და უნდა დააბრუნოს იგი თემმა მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა დამკვიდრდეს იქ, ვიდრე მოკვდებოდეს მღვდელმთავარი, ცხებული წმიდა ზეთით.
26
ხოლო თუ მკვლელი გასვლით გავა თავშესაფარი საზღვრიდან, სადაც იგი გაიქცა,
27
და მას ნახავს მესისხლე მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ, სადაც იგი გაიქცა, და მოკლავს მესისხლე მკვლელს, მაშინ არაა მესისხლეზე სისხლი,
28
რადგან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დამკვიდრდეს იგი, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდეს. ხოლო მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამფლობელოს.
29
ეს იყოს თქვენთვის რჯულის წესად თქვენს თაობებში, ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილებში.
30
ყველა, ვინც კაცს მოკლავს, მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას. მარტო ერთი მოწმის მხილებით არავინ არ უნდა მოკვდეს სიკვდილით.
31
არ აიღოთ გამოსასყიდი მკვლელის სულისათვის, რომელიც სასიკვდილო დამნაშავეა, არამედ სიკვდილით უნდა მოკვდეს.
32
და არ აიღოთ გამოსასყიდი თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისაგან მის დასაბრუნებლად ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდეს.
33
არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენ იმყოფებით, რადგან სისხლი ბილწავს ქვეყანას, და ქვეყანა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა მისი დამღვრელის სისხლით.
34
და არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ, რომელშიც მე ვმკვიდრდები, რადგან მე, უფალი, ვმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის.“
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36