bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 29
Numbers 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
1
და მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს დღე საყვირით მოწოდებისა იყოს თქვენთვის.
2
და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი.
3
და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე,
4
და ერთი მეათედი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან.
5
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, თქვენი შენდობისათვის.
6
გარდა ახალმთვარობების სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა, და მათი საღვრელების გარდა, რჯულის მიხედვით კეთილსურნელებად შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.
7
და მეშვიდე თვის მეათე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. და დაიოკეთ თქვენი სულები, და არავითარი საქმე არ აკეთოთ.
8
და შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს კეთილსურნელებად: ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღნი იყვნენ ისინი თქვენთვის.
9
და მათი პურეულის ძღვენი, წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე,
10
და ერთი მეათედი თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან.
11
ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა ცოდვის შესანდობარი შესაწირავისა და მუდმივი სრულადდასაწველისა, და მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა.
12
და მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს.
13
და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ცამეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი. საღნი უნდა იყვნენ ისინი,
14
და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი თითო მოზვერზე ცამეტ მოზვერთაგან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორ ვერძთაგან.
15
და ერთი მეათედი თითო კრავზე თოთხმეტ კრავთაგან.
16
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
17
და მეორე დღეს: თორმეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი;
18
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერთათვის, ვერძებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
19
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა.
20
და მესამე დღეს: თერთმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი,
21
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
22
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
23
და მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი,
24
და მათი ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
25
და ერთი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
26
და მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი,
27
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ.
28
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
29
და მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი,
30
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ;
31
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელებისა.
32
და მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი.
33
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
34
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
35
და მერვე დღეს დღესასწაული იყოს თქვენთვის: არავითარი საქმე არ აკეთოთ.
36
და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი.
37
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრისათვის, ვერძისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ.
38
და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
39
ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, გარდა თქვენი აღთქმისა და თქვენი მოწყალებისა: თქვენი სრულადდასაწველები და თქვენი პურეულის ძღვენი და თქვენი საღვრელები და თქვენი სამშვიდობო მსხვერპლები.’“
40
და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36