bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 34
Numbers 34
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აჰა, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდრებლად, ქვეყანა ქანაანისა თავისი საზღვრებით.
3
და თქვენი იქნება სამხრეთის მხარე ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად, და გექნებათ სამხრეთის საზღვარი მარილოვანი ზღვის ბოლოდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
4
და გადაუხვევს საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისაკენ და გაივლის ცინისაკენ, და იქნება მისი გამოსავალი სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყის მიმართულებით, და იგი გავა ხაცარ-ადარისაკენ, და ჩაუვლის ყაცმონს.
5
და გადაუხვევს საზღვარი ყაცმონიდან ეგვიპტის ხევისაკენ და გავა ზღვის მიმართულებით.
6
ხოლო დასავლეთის საზღვრად გექნებათ დიდი ზღვის სანაპირო. ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი.
7
და ეს იქნება თქვენთვის საზღვარი ჩრდილოეთისა: დიდი ზღვიდან გაატარეთ იგი ჰორის მთის მიმართულებით.
8
ჰორის მთიდან გაატარეთ იგი ხამათის მისადგომამდე, და იყოს საზღვრის ბოლო ცედადთან.
9
და გავა საზღვარი ზიფრონისაკენ, და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად.
10
და გაავლეთ თქვენთვის ხაზი აღმოსავლეთის საზღვრისათვის ხაცარ-ყენანიდან შეფამის მიმართულებით,
11
და დაეშვება საზღვარი შეფამიდან რიბლასაკენ, ყაინის აღმოსავლეთით, და დაეშვება საზღვარი და შეეხება ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან.
12
და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.’“
13
და უბრძანა მოსემ ისრაელის ძეთ ასე: „აჰა, ქვეყანა, რომელსაც დაიმკვიდრებთ წილისყრით, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისათვის და ნახევარი ტომისათვის.
14
რადგან მიიღეს რეუბენის ძეთა ტომმა თავისი მამისსახლის მიხედვით, და გადის ძეთა ტომმა თავისი მამისსახლის მიხედვით, და მენაშეს ნახევარმა ტომმა. მათ მიიღეს თავიანთი წილი.
15
ამ ორმა ტომმა და ნახევარმა ტომმა მიიღეს თავიანთი ნაწილი იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ, აღმოსავლეთით.“
16
და უთხრა უფალმა მოსეს:
17
„ეს არის იმ კაცთა სახელები, რომელნიც დაანაწილებენ ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო, ძე ნავესი.
18
და თითო ტომიდან თითო მთავარი მოიყვანეთ ქვეყნის დასანაწილებლად.
19
და ეს არის სახელები ამ კაცებისა: იუდას ტომისათვის: ქალები, იეფუნეს ძე.
20
სიმონის ძეთა ტომისათვის სამუელი, ძე ყამიჰუდისა.
21
ბენიამინის ტომისათვის: ელიდადი, ძე ქისლონისა.
22
დანის ძეთა ტომისათვის: მთავარი ბუკი, ძე იოგლისა.
23
იოსების ძეთათვის: მენაშეანთა ტომისათვის: მთავარი ხანიელი, ძე ეფოდისა.
24
ეფრემიანთა ტომისათვის: მთავარი კემუელი, ძე შიფტანისა;
25
ზებულუნის ძეთა ტომისათვის: მთავარი ელიცაფანი, ძე ფარნაქისა.
26
ისაქარის ძეთა ტომისათვის: მთავარი ფალტიელი, ძე ყაზანისა.
27
აშერის ძეთა ტომისათვის მთავარი: ახიჰუდი, ძე შელომისა.
28
ნაფთალის ძეთა ტომისათვის: მთავარი ფედაჰელი, ძე ყამიჰუდისა.“
29
ესენი არიან ისინი, რომლებსაც უბრძანა უფალმა ისრაელის ძეთა განაწილება ქანაანის ქვეყანაში.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36