bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 17
Numbers 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„უთხარი ისრაელის ძეთ, და აიღე მათგან თითო კვერთხი თითო ტომიდან, მათი ტომების ყოველი მთავრისაგან, თორმეტი კვერთხი და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე.
3
ხოლო სახელი აარონისა წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მეთაურისათვის.
4
და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში გამოცხადების კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადები თქვენ.
5
და რომელსაც მე ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება; და ასე დავაცხრობ ჩემს წინაშე ისრაელის ძეთა დრტვინვას“.
6
და უთხრა მოსემ ყოველივე ეს ისრაელის ძეთ, და მისცა მას ყოველმა მათმა მთავარმა თითო კვერთხი თითოეული მთავრისაგან, მათი ტომების მიხედვით, სულ თორმეტი კვერთხი, და კვერთხი აარონისა იყო მათ კვერთხებს შორის.
7
და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე მოწმობის კარავში.
8
და მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში, და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი – ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოიბა ნუში.
9
და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისაგან ყოველ ისრაელის ძეს. და მათ იხილეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
10
და უთხრა უფალმა მოსეს: „დააბრუნე აარონის კვერთხი მოწმობის კარვის წინ შესანახავად, ნიშნად ჭირვეულ ძეთათვის, და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე, და აღარ გაწყდებიან.“
11
და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას.
12
და უთხრეს ისრაელის ძეთ მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი!
13
ყოველი, რომელიც მიუახლოვდება უფლის სავანეს, კვდება. ნუთუ ჩვენ ყველანი დასაღუპავად ვართ განწირული?“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36