bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Numbers 30
Numbers 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
1
და უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ეს ბრძანა უფალმა:
2
‘კაცმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს, ან დაიფიცოს ფიცით, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, რომ არ დაარღვევს თავის სიტყვას, ყოველივე, რაც მისი პირიდან გამოვიდა, უნდა ასრულდეს.
3
ქალმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს და რამე აღიკვეთოს თავისი მამის სახლში, თავისი ყმაწვილქალობისას,
4
და მამამისმაც გაიგოს მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, და არას იტყვის მის შესახებ მამამისი, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის სულს.
5
და თუ დაუშლის მამამისი მას იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, არ ასრულდება და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა მას.
6
და თუ იგი გათხოვდება, და მასზე მისი აღთქმანი დარჩება, ანდა მის ბაგეს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
7
და გაიგებს მისი ქმარი, რომელ დღესაც გაიგებს და არას იტყვის მის შესახებ, მაშინ მისი აღთქმა უნდა ასრულდეს, და მისი აღკვეთანი, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა ასრულდეს.
8
და თუ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, დაუშლის მას, მაშინ მან უნდა გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და მის ბაგეებს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს მას.
9
ქვრივისა და ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი, რაც აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა ასრულდეს მასზე.
10
და თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას, ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,
11
და გაიგებს მისი ქმარი და არას ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღუკვეთა თავის თავს.
12
და თუ გააუქმებს მათ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ მის ბაგეთაგან გამოთქმული ყოველი მისი აღთქმა და ფიცი მისი არ ასრულდება. მისმა ქმარმა გააუქმა ისინი და უფალი აპატიებს მას.
13
ყოველ აღთქმას და ყოველ ფიცით აღკვეთას თავის დასაოკებლად მისი ქმარი დაამტკიცებს და მისი ქმარი გააუქმებს.
14
და თუ ქმარი არას იტყვის დღითი დღე, ამით დაუმტკიცებს ყოველ მის აღთქმას, ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა. მან დაამტკიცა ისინი, რაკი არაფერი თქვა იმ დღეს, როცა გაიგო.
15
და თუ ქმარი გააუქმებს მათ მას შემდეგ, რაც გაიგებს, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა.’“
16
ეს წესებია, რომლებიც უფალმა ბრძანებით დაუდო მოსეს, ქმარსა და მის ცოლს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მის ყმაწვილქალობისას, მამამისის სახლში.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36