bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 1
Ezra 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
1
სპარსეთის მეფის, კიროსის, მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მისცა ბრძანება, გამოეცხადებინათ მთელ მის სამეფოში წერილობითაც და სიტყვითაც:
2
„ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფონი მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას ტაძარი იერუსალიმში, იუდაში.
3
ვინც კი არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, ავიდეს იერუსალიმს, იუდაში, და აშენოს უფლის, ტაძარი, ისრაელის ღმერთისა – იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია.
4
და ყველა დანარჩენს ყველგან, სადაც ის ცხოვრობს, ხელი შეუწყოს იმ ადგილის ხალხმა ვერცხლით, ოქროთი და სხვა ქონებით; პირუტყვითა და ნებაყოფლობითი ძღვენით უფლის ტაძრისთვის, რომელიც იერუსალიმში არის.“
5
და ადგნენ იუდასა და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, და ყველა, ვისაც კი სული გაუღვიძა ღმერთმა, რათა ასულიყვნენ უფლის ტაძრის ასაშენებლად, რომელიც იერუსალიმშია.
6
გარდა იმისა, რაც ტაძარში შეწირულობა შედიოდა, ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა, ეხმარებოდა მათ ყველაფრით: ვერცხლით, ოქროთი და სხვა ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასი საგნებით.
7
ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა, გამოეტანათ უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა ოდესღაც წაიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთის ტაძარში დააწყო.
8
და გამოიტანა ის კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე მოლარეთუხუცესის ხელით, და თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდას მთავარს.
9
და აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი – 30, ვერცხლის ლანგარი – 1000, დანა – 29,
10
ოქროს ბარძიმი – 30, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი – 410 და სხვადასხვა ჭურჭელი – 1000.
11
ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სულ 5400 იყო. ეს ყოველივე წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულები ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10