bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 10
Ezra 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
1
და როცა ეზრა უფლის ტაძრის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდა ტირილით და აღსარებას ამბობდა, თავი მოიყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალმა კრებულმა: კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა, რადგან ხალხიც მწარედ ტიროდა.
2
და მიუგო ყელამელმა შექანიამ, იეხიელის ძემ, და უთხრა ეზრას: „დანაშაული ჩავიდინეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და უცხოელი ქალები დავისვით ცოლებად ამ ქვეყნის ხალხთაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელიანთათვის ამ საქმეში!
3
ახლა აღთქმა დავუდვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებსა და მათგან შობილ ბავშვებს ჩემი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიში ხალხის რჩევით, – იყოს, როგორც რჯული ამბობს.
4
ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ. გამხნევდი და იმოქმედე!“
5
და ადგა ეზრა და სთხოვა მღვდლების, ლევიანებისა და მთელი ისრაელის უფროსებს, მიეცათ ფიცი, რომ ასე იზამდნენ. და მათ დადეს ფიცი.
6
და ადგა ეზრა ღვთის ტაძრიდან და წავიდა იეჰოხანანის, ელიაშიბის ძის, სენაკისაკენ, და მივიდა იქ. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან ტყვედნამყოფი ხალხის ურჯულოებას გლოვობდა.
7
და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა ტყვედნამყოფს, რათა იერუსალიმში მოეყარათ თავი.
8
და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით ჩამოერთმეოდა მთელი ქონება და მოიკვეთებოდა ტყვედნამყოფთა კრებულიდან.
9
და სამ დღეში იერუსალიმში თავი მოიყარა ბენიამინისა და იუდას ყველა მამაკაცმა; ეს იყო მეცხრე თვის მეოცე დღეს. ისხდა მთელი ხალხი ღვთის ტაძრის მოედანზე და კანკალებდა, როგორც ამ ამბის, ისე თავსხმა წვიმის გამო.
10
და ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ და უცხოთესლთა ქალები დაისხით ცოლებად, რითაც გაზარდეთ ისრაელის დანაშაული.
11
და ახლა მოინანიეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.“
12
და მიუგო მთელმა კრებულმა და უთხრა დიდი ხმით: „ისე იქნება, როგორც შენ თქვი!
13
მაგრამ ხალხი ბევრია და წვიმიანობის დროა, და აღარ შეგვიძლია გარეთ დგომა; თანაც ეს ერთი-ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში.
14
დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველა, ვისაც ჩვენ ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროზე თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე აგვცილდება ჩვენი ღვთის რისხვა ამ ამბის გამო.“
15
მხოლოდ იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და ლევიანი შაბეთაი უჭერდნენ მათ მხარს.
16
ასე გააკეთეს ტყვეობიდან დაბრუნებულებმა. ეზრა მღვდელმა ამისთვის გამოარჩია კაცები, თავ-თავისი მამისსახლების მიხედვით, და ყველა მათგანი თავისი სახელით იყო ჩაწერილი. და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად.
17
და მორჩნენ პირველი თვის პირველი დღისათვის ყველა იმ მამაკაცის საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.
18
სამღვდელოთა შთამომავლებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძის ძენი და მისი ძმები: მაყასეია, ელიყეზერი, იარიბი და გედალია;
19
მათ ხელი მისცეს იმის დასტურად, რომ გაუშვებდნენ ცოლებს, და რომ თავისი დანაშაულის გამო ვერძებს შესწირავდნენ ცოდვის მსხვერპლად.
20
და იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია;
21
და ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია;
22
და ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა;
23
და ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმეყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიყეზერი;
24
და მგალობელთაგან: ელიაშიბი; და კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ხური;
25
და ისრაელიანთაგან, – ფარყოშის ძენი: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია;
26
ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია;
27
ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი, ყაზიზა;
28
ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი;
29
ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერემოთი;
30
და ფახათ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მანაშე;
31
ხარიმის ძეთაგან: ელიყეზერი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი,
32
ბენიამინი, მალუქი, შემარია;
33
ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მანაშე, შიმეყი;
34
ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,
35
ბენაია, ბედია, ქელუჰი,
36
ვანია, მერემოთი, ელიაშიბი,
37
მათანია, მათენაი და იაყასუ,
38
ბანი, ბინუი შიმეყი,
39
შელემია, ნათანი, ყადაია,
40
მაქნადებაი, შაშაი, შარაი,
41
ყაზარელი, შელემია, შემარია,
42
შალუმი, ამარია, იოსები,
43
ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
44
ყველა ამათ უცხოელი ცოლები ჰყავდათ. ზოგიერთებს მათი ცოლებიდან შვილებიც შესძენოდათ.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10