bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 7
Ezra 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 8 →
1
და ამ ამბების შემდეგ სპარსეთის მეფის, ართახშასთას, მეფობაში ეზრა, ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,
2
ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,
3
ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა, მერაიოთისა,
4
ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა,
5
ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინეხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა, –
6
ეს ეზრა, რომელიც გამოვიდა ბაბილონიდან, იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. და მისცა მას მეფემ ყოველივე, რაც ითხოვა, რადგან უფლის, მისი ღმერთის, ხელი იყო მასზე.
7
ართახშასთა მეფის მეფობის მეშვიდე წელს იერუსალიმში დაბრუნდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისმცველთაგან და ტაძრის მსახურთაგან ზოგიერთები.
8
და მივიდა ეზრა იერუსალიმში მეფის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.
9
რადგან მან პირველი თვის პირველ დღეს დაიწყო გამოსვლა ბაბილონიდან და მეხუთე თვის პირველ დღეს დაბრუნდა იერუსალიმში, რადგან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე.
10
რადგან ეზრამ გულს-იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
11
და აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას, რომელიც იყო მღვდელი, მწიგნობარი, განსწავლული უფლის მცნებების და მის წესთა მოძღვარი ისრაელში:
12
„ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა!
13
მე ვბრძანე, რომ თუ ვინმეს, ჩემს სამეფოში მყოფ ისრაელიანთა მღვდლებსა და ლევიანთ სურთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წამოვიდნენ.
14
რადგან შენ იგზავნები მეფისა და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა იხილო იუდასა და იერუსალიმში როგორ სრულდება შენი ღმერთის რჯული, რომელიც შენ ხელთა გაქვს;
15
და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანეც იერუსალიმშია,
16
და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც შენ შეაგროვებ მთელი ბაბილონის მხარეში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რაც ნებაყოფლობით შესწირეს თავიანთი ღვთის სახლს იერუსალიმში.
17
ამიტომ დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ზვარაკები, ვერძები და კრავები, აგრეთვე პურეულის შესაწირავი მათთან ერთად, და საღვრელი მათთვის, და მიიტანე ის თქვენი ღვთის ტაძრის სამსხვერპლოზე იერუსალიმში.
18
და დანარჩენი ვერცხლითა და ოქროთი, თქვენი ღმერთის ნებით შენ და შენმა მოძმეებმა ის გააკეთეთ, რასაც კეთილგონივრულად ჩათვლით.
19
და ჭურჭელი, რომელიც შენი ღმერთის ტაძრის მღვდელმსახურების აღსასრულებლად მიიღე, უკლებლივ მიიტანე იერუსალიმის ღმერთის წინაშე.
20
და დანარჩენი, რაც საჭიროა შენი ღვთის ტაძრისათვის, რასაც შენ საჭიროდ ჩათვლი, გაეცი სამეფო საგანძურებიდან.
21
და მე, მეფე ართახშასთა, ვიძლევი განკარგულებას მდინარისგაღმელ ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც მოგთხოვთ ეზრა მღვდელი, ცათა ღმერთის მწიგნობარი, დაუყოვნებლივ მიეცით:
22
ვერცხლი 100 ტალანტი, ხორბალი 100 ქორი, ღვინო 100 ბათი, ზეთიც 100 ბათი, ხოლო მარილი, რამდენიც საჭირო იქნება.
23
ყოველი, რაც ნაბრძანებია ცათა ღმერთისაგან, აღსრულდეს ზუსტად ცათა ღმერთის ტაძრისათვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულთ.
24
და გაცნობებთ, რომ არც ერთ მღვდელს, ლევიანს, მგალობელს, კარისმცველს, ტაძრის მსახურს, და ვინც ამ ღვთის სახლს ემსახურება, არ უნდა დაეკისროს ხარკი, გადასახადი და ბეგარა.
25
ხოლო შენ, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რაც შენ გაგაჩნია, დანიშნე მმართველნი და მსაჯულნი, რათა განსაჯონ მთელი მდინარისგაღმელი ხალხი და ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის კანონები, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.
26
და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.“
27
კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც მეფეს შთააგონა, რომ უფლის ტაძარი იერუსალიმში ასე დიდებულად შეემკო,
28
და ჩემსკენაც მომართა მოწყალება მეფისა, მისი მრჩევლებისა და მამაცი მთავრებისა; და მეც გავმაგრდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის, ხელი იყო ჩემზე; და შევკრიბე ისრაელიანთა მთავრები, რათა ჩემთან ერთად დაბრუნებულიყვნენ.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10