bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 6
Ezra 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 7 →
1
მაშინ დარიოს მეფემ გასცა ბრძანება, გადაესინჯათ საგანძურთსაცავები ბაბილონში, სადაც წიგნებიც უნდა ყოფილიყო.
2
და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: „ძეგლის-წერა –
3
მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს მეფე კიროსმა გასცა ბრძანება ღვთის სახლის იერუსალიმში ხელახლა აშენების თაობაზე: დაე აშენდეს ტაძარი იმ ადგილას, სადაც მსხვერპლს სწირავენ, და მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს მას. სიმაღლე მისი 60 წყრთა იყოს, სიგანე მისი – 60 წყრთა;
4
სამი რიგი დიდი გათლილი ქვა ეწყოს, და ერთი რიგი – ჩამოგანული მორი; ხარჯები კი მეფის სასახლიდან გაიცეს.
5
ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან იქნას დაბრუნებული თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში იქნას დაბინავებული.
6
და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზენაი, შენი თანამდგომი მდინარისგაღმელი აფარსახელებიანად, დაეხსენით მათ!
7
დაანებეთ ღვთის სახლზე მუშაობა! იუდას განმგებელმა და მათმა უხუცესებმა ააშენონ ეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილას.
8
და ვიძლევი ბრძანებას იმის თაობაზე, კერძოდ, რით უნდა შეეწიოთ იუდას უხუცესებს, ღვთის სახლის შენებაში: სამეფო ქონებიდან – მდინარისგაღმა მხარის ხარკიდან – დაუყოვნებლივ აიღეთ და მიეცით იმ ხალხს, რათა სამუშაოები არ შეჩერდეს.
9
და რამდენიც საჭიროა, მოზვრები იქნება, თუ ვერძები, თუ კრავები ცათა ღმერთისათვის სრულადდასაწველის აღსავლენად; ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც იერუსალიმის მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუფერხებლივ,
10
რათა მათ შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მის ძეთა დღეგრძელობისათვის.
11
და ვბრძანებ, რომ თუ ვინმე შეცვლის ამ ბრძანებას, გამოიღონ მისი სახლის თავხე, აღმართონ და ზედ მიალურსმონ იგი, ხოლო მისი სახლი ნანგრევებად აქციონ;
12
და ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, ვინც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად, ან ამ ღვთის სახლის საზიანოდ, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა, გავეცი ეს ბრძანება; დაე, ზედმიწევნით შესრულდეს იგი!“
13
მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზენაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვისამებრ, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს.
14
და იუდას უხუცესნი აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა. და ააშენეს და დაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ და სპარსეთის მეფეების: კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას ბრძანებისამებრ.
15
და დასრულდა ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს; ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
16
და ისრაელის ძეთ, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედნამყოფმა ხალხმა სიხარულით აღასრულეს ღვთის სახლის კურთხევა.
17
და შესწირეს ღვთის ამ სახლის კურთხევისათვის 100 მოზვერი, 200 ვერძი, 400 კრავი, და 12 ვაცი – ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით – მთელი ისრაელის ცოდვათა განსატევებლად.
18
და დააყენეს მღვდლები თავიანთი ხარისხის მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისათვის იერუსალიმში, როგორც დაწესებულია მოსეს წიგნში.
19
და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
20
რადგან განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ, და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მოძმე მღვდლებისა და თავისთვის.
21
ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისარელიანები და ყველა, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
22
და იზეიმეს უფუარობის დღესასწაული შვიდ დღეს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რათა მკლავი განემტკიცებინა მათთვის ისრაელის უფალი ღმერთის ტაძრის შენების საქმეში.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10