bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 2
Ezra 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 3 →
1
ესენი არიან იუდას ქვეყნის მცხოვრებნი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მიერ ბაბილონში გადასახლებულ ტყვეთაგან რომ დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,
2
რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელიან მამაკაცთა რიცხვი:
3
ფარყოშის ძენი – 2 172,
4
შეფატიას ძენი – 372,
5
არახის ძენი – 775,
6
ფახათ-მოაბის ძენი, იესოს ძეთაგან და იოაბის ძეთაგან – 2 812,
7
ყელამის ძენი – 1 254,
8
ზათუს ძენი – 945,
9
ზაქაის ძენი – 760,
10
ბანის ძენი – 642,
11
ბებაის ძენი – 623,
12
ყაზგადის ძენი – 1 222,
13
ადონიკამის ძენი – 666,
14
ბიგვაის ძენი – 2 056,
15
ყადინის ძენი – 454,
16
ატერის ძენი ხეზეკიად წოდებულის – 98,
17
ბეცაის ძენი – 323,
18
იორას ძენი – 112,
19
ხაშუმის ძენი – 223,
20
გიბარის ძენი – 95,
21
ბეთლემელი კაცები – 123,
22
ნეტოფაელი კაცები – 56,
23
ყანათოთელი კაცები – 128,
24
ყაზმავეთის ძენი – 42,
25
კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის ძენი – 743,
26
რამას და გებაყის ძენი – 621,
27
მიქმაშელი კაცები – 122,
28
ბეთელელი და ღაიელი კაცები – 223,
29
ნებოს ძენი – 52,
30
მაგბიშის ძენი – 156,
31
ყელამის სხვა ძენი – 1 254,
32
ხარიმის ძენი – 320,
33
ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – 725,
34
იერიხოელი კაცები – 345,
35
სენაას ძენი – 3 630,
36
მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – 973,
37
იმერის ძენი – 1 052,
38
ფაშხურის ძენი – 1 247,
39
ხარიმის ძენი – 1 017,
40
ლევიანები: იესოს და კადმიელის ძენი, ჰოდავიას ძეთაგან – 74;
41
მგალობელნი: ასაფის ძენი – 128;
42
კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაის სულ – 139;
43
ტაძრის მსახურთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის,
44
კეროსის, სიაყას, ფადონის,
45
ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის,
46
ხაგაბის, შამლაის, ხანანის,
47
გიდელის, გახარის, რეაიას,
48
რეცინის, ნეკოდას, გაზამის,
49
ყუზას, ფასეახის, ბესაის,
50
ასნას, მეყუნიმის, ნეფისიმის,
51
ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის,
52
ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას,
53
ბარკოსის, სისერას, თემახის,
54
ნეციახის და ხატიფას ძენი;
55
სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, ჰასოფერეთის, ფერუდას,
56
იაყალახის, დარკონის, გიდელის,
57
შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმის და ამის ძენი;
58
სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – 392.
59
და ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან, იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს გაერკვიათ მათი მამისსახლები და მოდგმა ისრაელიდან თუ იყო.
60
დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი – სულ 652.
61
და მღვდლების ძეთაგან: ძენი ხაბაიასი, ჰაკოცისა, ბარზილაისა, რომელმაც გალაადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთო ცოლად და მათივე სახელი ეწოდა,
62
ესენი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო ნუსხას და ვერ იპოვეს, ამიტომაც მღვდლობიდან ამოირიცხნენ.
63
და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ დიდი სიწმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
64
მთელი კრებული ერთად შეადგენდა 42 360,
65
გარდა მათი მსახურებისა და მათი მხევლებისა, ესენი იყვნენ 7 337; და მათ შორის – 200 მგალობელი კაცი და ქალი.
66
მათი ცხენები – 736, ჯორები – 245,
67
მათი აქლემები – 435, სახედრები – 6 720.
68
და მამისსახლთა თავკაცებმა უფლის სახლთან მისვლისას, იერუსალიმში, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
69
თავიანთი შეძლებისამებრ საგანძურში შეიტანეს სამუშაოებისათვის: 61 ათასი დრაქმა ოქრო, 5 ათასი მინა ვერცხლი და 100 ხელი სამღვდელო სამოსელი.
70
და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები და მდაბიონი იერუსალიმში, ხოლო მგალობლები, კარისმცველები, სატაძრო მსახურნი – თავ-თავის ქალაქებში, და დანარჩენი ისრაელიანები – თავ-თავის ქალაქებში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
Recommended Reading
Commentary
Ezra Commentaries
→
Devotional
Ezra Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→